ჩვილი ბევრ ენერგიას არ ხარჯავს, თუმცა მისი ზრდის ტემპი დიდ ენერგიას მოითხოვს. სიცოცხლის პირველი 6 თვის განმავლობაში პატარას დაბადების წონა ორმაგდება. მზარდ ორგანიზმს ჟანგბადით მდიდარი სისხლი სჭირდება. ჟანგბადის უჯრედებამდე მიმტანი ჰემოგლობინის მშენებლობისთვის კი რკინაა საჭირო. რკინის მარაგი, რომელსაც დედის ორგანიზმიდან იღებს ბავშვი, თანდათანობით ილევა, ხოლო 7 თვის ასაკიდან დედის რძით მიღებული რკინა აღარ არის საკმარისი. ეს ნიშნავს, რომ დროა, პატარამ ხორცის ჭამა დაიწყოს. ხორცი სრულფასოვანი ცილების, რკინის წყაროა. გარდა ამისა, იგი შეიცავს თუთიას, მაგნიუმს და B ჯგუფის ვიტამინებს.
სასურველია, რომ ბავშვის რაციონში 7–8 თვის ასაკიდან დაემატოს სამი სახეობის: ქათმის, ინდაურისა და საქონლის ხორცი. ხორცის დამატება ისევე როგორც სხვა ნებისმიერი პროდუქტის უნდა მოხდეს ნელ–ნელა და მცირე დოზებით. კვირის განმავლობაში პატარამ 3–4 დღე უნდა მიიღოს ხორცი, დანარჩენი დღეების კვების რაციონი კი ხორცისგან თავისუფალი უნდა იყოს.
ქათმის ხორცი არის მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელი ცილების, ვიტამინების, ამინომჟავების და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელი წყარო. ქათმის ხორცი შეიცავს დიდი რაოდენობით А, В6, В12, D ვიტამინებს, ასევე კალცს, რკინასა და მაგნიუმს. ქათმის ხორცი საქონლის ხორცთან შედარებით მეტ ცილას შეიცავს.
ინდაურის ხორცი მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით. ადვილად ასათვისებელია, არ შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმს, არ იწვევს ალერგიულ მოვლენებს და გამოიყენება ჩვილ ბავშვთა კვებაში. ინდაურის ხორცი ეფექტურია კუჭ - ნაწლავის პრობლემების დროს. იგი მდიდარია A და E ვიტამინით, მასში ქოლესტერინის უმნიშვნელო რაოდენობაა. ინდაური მდიდარია მიკროელემენტებით: კალციუმით, რკინით და კალიუმით. ადამიანის ორგანიზმი ინდაურის ცილას უფრო ადვილად ითვისებს, ვიდრე სხვა ხორცისას. ინდაურის ხორცი მდიდარია ფოსფორით, როგორც თევზი. ინდაურში, უფრო მეტი რკინაა, ვიდრე საქონლის ხორცში, იგი ასევე შეიცავს ფოლიუმის მჟავას.
საქონლის ხორცი წარმოადგენს სრულფასოვანი ცილების, ცხიმების, თუთიის, რკინის, ნატრიუმის, კალიუმის, ფოსფორის, მინერალური მარილების, აგრეთვე B ჯგუფის ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების უმნიშვნელოვანეს წყაროს. ამერიკელ პედიატრთა ასოციაცია ხორცს რეკომენდაციას უწევს, როგორც ერთ-ერთ პირველ დამატებით საკვებს, რადგან ის ცილის, თუთიისა და რკინის მნიშვნელოვანი წყაროა. ბავშვებში რკინის ნაკლებობამ შესაძლოა, ანემია გამოიწვიოს.
7–8 თვე სწორედ ის ასაკია, როდესაც ბავშვს ხორცი უნდა გაასინჯოთ. თუმცა უმჯობესია, თუ საწყის ეტაპზე მას ქარხნულად მომზადებულ ხორცპროდუქტს შესთავაზებთ. სანდო მწარმოებლის მიერ ქარხნულად დამზადებული პროდუქტები უფრო უსაფრთხოა. მშვიდად იქნებით, რომ თქვენი პატარა მავნე ნივთიერებების მიღებისგან დაცულია და პროდუქტში საკვები ნივთიერებები, ვიტამინები და მინერალები სწორედ იმ რაოდენობით შედის, რომელიც ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია.
ქართულ ბაზარზე ახლახანს გამოჩნდა Heinz-ის ხორცის პიურეები, რომლებიც ომეგა 3-ით არის გამდიდრებული. ომეგა-3 არის ცხიმოვანი პოლიმჟავა, რომელიც ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებითვის არის საჭირო. ზრდასრულებში ომეგა-3-ის ნაკლებობა თმისა და ფრჩხილების სისუსტეს იწვევს. ბავშვებში კი შეიძლება ისეთი სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, როგორიც არის მხედველობის, მეხსიერებისა და კონცენტრაციის უნარების დაქვეითება. ასევე, ინტელექტუალური მონაცემების, ქცევის, აღქმის, მეტყველებისა და წერა-კითხვის უნარების შენელება. რეკომენდებულია ისეთი პროდუქტების მიღება, რაც დიდი რაოდენობით ომეგა-3-ს შეიცავს, რადგან მას ორგანიზმი თვითონ ვერ გამოიმუშავებს და მხოლოდ გარეგანი მიღებაა შესაძლებელი. მედიკოსები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ომეგა-3-ის ბავშვებისთვის მიწოდებაზე, რადგან მათი ზრდა-განვითარებისთვის ის აუცილებელ კომპონენტს შეადგენს. სწორედ ამიტომ Heinz-მა, რომელიც მსოფლიოში პოპულარული ბრენდია საბავშვო პროდუქტების მიმართულებით, შექმნა ხორცის პიურეები ომეგა 3-ით. ამ დროისთვის სამი სახეობის ხორცის პიურეა ხელმისაწვდომი: ქათამი ბოსტნეულით, საქონლის რაგუ ბოსტნეულით და ინდაურის სოტე ბოსტნეულით. ხორცის მზა კერძები რბილ შეფუთვაში იყიდება, შესაბამისად, ძალიან მოსახერხებელია მისი შორ გზაზე წაღება ან უბრალოდ სასერინოდ გასვლისას თან გაყოლება. პატარას შეუძლია დამოუკიდებლადაც მიირთვას, რაც მას კვების ჩვევების გამომუშვებაშიც ეხმარება. პიურეები გაცხელებას არ საჭიროებს და შეგიძლიათ, ბავშვს მისცეთ დამოუკიდებლად ან დაუმატოთ გარნირები. ნებისმიერ შემთხვევაში ის ერთ სრულფასოვან კვებას უდრის. Heinz-ის პიურეები რეკომენდებულია ბავშვებისთვის 8 თვიდან.
ბრენდის სხვა პროდუქტების მსგავსად ხორცის პიურეებიც 100%-ით ნატურალური ინგრედიენტებისგან მზადდება და მის შემადგენლობაში შედის მხოლოდ ხორცი, ბოსტნეული და ომეგა 3. ის არ შეიცავს: სახამებელს, გმო-ს, საღებავს, კოსერვანტებსა და არომატიზატორებს.
ხორცი ძალიან სასარგებლო პროდუქტია ბავშვებისთვის, თუმცა აუცილებელია ზომიერების დაცვაც. პედიატრების მიერ რეკომენდებული დოზები ასე გამოიყურება: 8 თვის ასაკში - დღეში 20-30 გრამი; 9 თვის საკში - 30-40 გრამი; 10 თვის ასაკში - არა უმეტეს 50 გრამისა; 11 თვის ასაკში - არა უმეტეს 60 გრამისა; 12 თვის ასაკში - 70 გრამი. 2 წლამდე ნაკლებ სასურველია ხორცის ნახარშის, ბულიონის მიცემა.