ბავშვებში ალერგიების განვითარების მოულოდნელი მიზეზი - ამ პროდუქტებს მშობლების უმრავლესობა იყენებს
ბავშვებში ალერგიების განვითარების მოულოდნელი მიზეზი - ამ პროდუქტებს მშობლების უმრავლესობა იყენებს
როგორც აღმოჩნდა, რაც უფრო ხშირად უსვამენ ჩვილებს დამატენიანებელ საშუალებებს, მით უფრო მაღალია უფრო ზრდასრულ ასაკში ალერგიების განვითარების რისკი. 
ასეთ აღმოჩენამდე მივიდნენ ლონდონის უნივერსიტეტისა და ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევრები, რომელთა სტატია გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში Journal of Allergy and Clinical Immunology.
მეცნიერებმა 1300-ზე მეტი ბავშვი მონაცემები გააანალიზეს. კვლევის დასაწყისში ყველა ბავშვი სამი თვის იყო და ძუძუთი იკვებებოდა. მშობლებს სთხოვეს, ეპასუხათ სხვადასხვა შეკითხვაზემ მათ შორის - თუ რამდენად ხშირად იყენებდნენ დამატენიანებელ საშუალებებს და კონკრეტულად რომელს. უფრო ხშირად მშობლები სარგებლობდნენ ზეითუნის ზეთით. 
მონაცემების ანალიზმა
აჩვენა, რომ რაც უფრო ხშირად იყო გამოყენებული დამატენიანებელი საშუალებები ამ მცირე ასაკში, მით უფრო მაღალი იყო მოგვიანებით, სამი წლის ასაკში საკვები ალერგიების განვითარების რისკი.

მეცნიერები ამბობენ, რომ სავარაუდოდ დამატენიანებელი საშუალებები არღვევენ ბავსვის კანის ბარიერულ თავისებურებებს, რითაც ასუსტებენ იმუნური სისტემის კონტაქტს ალერგენებთან. ალერგენები შეიძლება იყოს იყოს უშუალოდ მოზრდილთა ხელისგულებზეც, რომლებიც რეგულარულად ზელენ ბავშვის კანზე დამატენიანებლებს.

მეცნიერების თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარ უნდა გამოიყენონ დამატენიანებლები, თუ ის ექიმმა დანიშნა. თუმცა ურჩევენ მშობლებს, ექიმის
დანიშნულების გარეშე არ გამოიყენონ და სანამ ზეთს თუ ნებისმიერ მაზს წაუსვამენ პატარას, საგულდაგულოდ დაიბანონ ხელები.

altრაზე შეიძლება ჰქონდეს ბავშვს ალერგია და როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა ალერგიის ნიშნები

altრატომ იწვევს ბავშვებში ალერგიებს ბავშვის საფენები და სარეცხი საშუალებები? - საგანგაშო შემთხვევები


ტეგები: ალერგია
1235
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები