თითის წვერებზე სიარული და დაგვიანებული მეტყველება - როდის არის საჭირო მკურნალობა
თითის წვერებზე სიარული და დაგვიანებული მეტყველება - როდის არის საჭირო მკურნალობა
მშობლებს ყოველთვის ბევრი კითხვა აწუხებთ. ამჯერად გთავაზობთ  4 ყველაზე გავრცელებულ შეკითხვას, რომლებსაც ნევროლოგი პასუხობს.

1. "ჩემი შვილი ერთი წლის გახდა, ახლა დაიწყო სიარული, პირველ ნაბიჯებს დგამს და რატომღაც თითს წვერებზე დადის თავისით გაუვლის, თუ ნევროლოგს უნდა გავასინჯო?"

- ბავშვს სიარულის მანერა 1-3 წლის ასაკში უყალიბდება. ხანდახან მშობლები ამჩნევენ, რომ ბავშვი თითის წვერებზე დადის. დააკვირდით, თუ ბავშვი სიარულის დროს წვერებზე 40 პროცენტზე მეტ ხანს არ ატარებს, განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდება. ასეთი სიარული ხშირად ემოციურ ბავშვებს უვითარდებათ და ამიტომაც სასარგებლო იქნება ნევროლოგთან ვიზიტი. სხვათა შორის, თითის წვერებზე სიარული შეიძლება ორთოპედიული დარღვევის გამოც იყოს და ამ
დროს ბავშვი ორთოპედს უნდა გაასინჯოთ.

2. ჩემი გოგონა 2 წლისა და 2 თვისაა. თუ რაღაცას ითხოვს და მის მოთხოვნას არ ვასრულებთ, ისტერიკა ემართება: წითლდება, სუნთქვა ეკვრის, კანკალს იწყებს. ნევროლოგის შეხედულებით ასეთი სიტუაცია ნორმალურია?

- მომატებული ემოციურობის პერიოდს გადიხართ. როგორც ცნობილია, მშობლებზე ყველაზე დიდ გავლენას ცრემლები ახდენს. ბავშვმა ეს შესანიშნავად იცის. ნევროლოგის კი არა ფსიქოლოგის კონსულტაცია გჭირდებათ. რაც შეეხება ცხვირიდან სისხლის წამოსვლას, ექიმ-ლარინგოლოგს უნდა მიმართოთ.

3.ბიჭი 1,5 წლისაა, მარცხენა ხელს უფრო კარგად ხმარობს, ვიდრე მარცხენას. ეს რამე დარღვევაზე მიუთითებს?

- თუ ხელის მოძრაობა, მისი ასაკისთვის შესაფერად, არაფრით არაა შეზღუდული, კუნთი განვითარებულია და მყესების რეფლექსებიც ნორმაშია, პრობლემა არაა. მემარჯვენეობა ან ცაციობა დაახლოებით 3 წლის ასაკში ვითარდება, როცა საბოლოოდ ყალიბდება
მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროები.

4. ბიჭი 2 წლისა და 4 თვისაა. ფიზიკურად ჯანმრთელია, მაგრამ მხოლოდ ცალკეულ სიტყვებს ამბობს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ესმის, იმახსოვრებს და აღიქვამს უფროსების მეტყველებას. ბავშვი აღგზნებულია და ცუდად სძინავს. რამდენად სახიფათოა?

- ამგვარი რამ ხდება სამეტყველო ტემპის განვითარების შეფერხებისას. გირჩევთ, ბავშვი ნევროლოგს გაასინჯოთ. მას შეიძლება ლოგოპედთან რეგულარული ვარჯიშიც დასჭირდეს. მეტყველების სტიმულაციისთვის უპირატესობა მიანიჭეთ თამაშებს, რომლებიც თითებისთვის, წვრილი მოტორიკის განვითარებისთვისაა აუცილებელი. აგრეთვე, გონებრივი განვითარებისთვის სპეციალურ ჯგუფებს, თამაშებს.

altროდის ითვლება ჯდომა, სიარული ან მეტყველება დაგვიანებულად და როდის აღარ უნდა დაელოდოთ პრობლემის "თავისით მოგვარებას"

alt4 ნიშანი იმისა, რომ ბავშვს მეტყველების პრობლემები აქვს


1127
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი