დედების მთავარი შიშები - სინამდვილეში რისი უნდა გეშინოდეთ და რისი არა
დედების მთავარი შიშები - სინამდვილეში რისი უნდა გეშინოდეთ და რისი არა
რა აშინებთ ყველაზე მეტად ახალბედა დედებს? პედიატრებმა 6 ძირითადი მიზეზი დაასახელეს, რომლებიც ყველაზე ხშირად ხდება ექიმთან "გაქცევის" საფუძველი. რეალურად რამდენად საფუძვლიანია შიში და როდის ღირს განგაშის ატეხვა.

შიში 1: "ბავშვი არაფერს ჭამს"
სპეციალიტების აზრით, მთავარი კრიტერიუმი, რომ ზუსტად დადგინდეს, აკლია თუ არა საკვები ბავშვს, არის წონა. თუ ჩვილი თვეში 600 გრამს მაინც იმატებს, ისე იგი საკმარისად იკვებება. თუ ბავშვის კვება ნორმაში არ ჯდება, მაგრამ პატარა კმაყოფილი და მშვიდია, შიშის საფუძველი არ გაქვთ.
ნუ დაგავიწყდებათ, კვებისადმი მოთხოვნა რეფლექსურია. ამიტომ შიმშილის მოთმენა
არც ერთ ბავშვს არ შეუძლია. როგორც ჩანს, "ჩიტის სამყოფი" ულუფა თქვენი შვილისთვის საკმარისია.

შიში 2: "ყიფლიბანდი "სწარაფად/ნელა ეხურება"
იდეალურ შემთხვევაში ყიფლიბანდი 12-16 თვის ასაკში ქრება. უფრო ადრე ან უფრო გვიან დახურვაც შეიძლება ნორმაში ჯდებოდეს, ოღონდ იმ პირობით, თუ ბავშვი განვითარებაში არ ჩამორჩება, არ ჭირვეულობს უმიზეზოდ, თავის გარშემოწერილობა ნორმაში აქვს - 1 სანტიმეტრით იმატებს 6 თვემდე და კიდევ 0,5 სანტიმეტრით - წლამდე.

შიში 3: "შუადღისას მხოლოდ 30 წთ. სძინავს"
ძირითადი კანონზომიერება ასეთია: რაც უფრო ხშირ-ხშირად უწევს ჭამა ბავშვს, მით ნაკლები ხანგრძლივობისაა მისი დღის ძილი და პირიქით. ასეთია ბავშვის ვეგეტატიური ნერვული სისტემის თავისებურებები.
ცოტა სძინავს და თვეში ერთხელ ავადმყოფობს.
შესაძლოა, ბავშვის ნერვული სისტემა დატვირთვას ვერ უძლებს. ამის
მიზეზი შეიძლება მშობიარობის ტრავმა იყოს, ან ოჯახში არსებული ფსიქოლოგიური კლიმატი. შეიძლება დედას აწუხებდეს ნევროზი, ან ბავშვი საკმარის დროს არ ატარებდეს სუფთა ჰაერზე (საჭიროა დღესი მინიმუმ 2 საათი).
იღვიძებს და მაშინვე ძუძუს ითხოვს, არადა მაძღარმა დაიძინა
ესაა ფსიქოლოგიური დამოკიდებულება დედაზე. მისი დამატებითი სიმპტომია, როცა 7-8 თვის შემდეგ ბავშვი შუაღამისას ისევ ძუძუს ითხოვს. დაფიქრდით, ძალიან ხომ არ "შეიჭერით" პაწიას ცხოვრებაში? თავად ხომ არ ახდენთ ასეთი დამოკიდებულების პროვოცირებას?
გახსოვდეთ, ბავშვის მსოფლშეგრძნებები ახლა ყალიბდება - უნდა მიეჩვიოს, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება საშიში კი არა, საინტერესოა. აუცილებლად გამოყავით დრო, როცა მარტო ითამაშებს.

შიში 4: "არ მეუბნება, რომ ფისები უნდა"
ბავშვი ამ ბუნებრივ მოთხოვნილებას დაახლოებით წლინახევრის-ორი წლის ასაკიდან გამოხატავს. ამიტომ მცდელობა, რომ ქოთანს მაშინვე მიაჩვიო, როგორც კი დაჯდომა ისწავლა, უკვე აღზრდის კი არა, გაწვრთნის სფეროა. შეიძლება მიუსწრო, სანამ შარვალში ჩაისვრის, მაგრამ ეს ამ საკითხის მიმართ მის გააზრებულ დამოკიდებულაბას არ გამოიწვევს. თქვენს მარიფათზეა დამოკიდებული, დროზე შეატყობთ და მიუსწრებთ თუ არა.
ღამის ქოთნის მოთხოვნილება მაშინ ასწავლეთ, როცა მიხვდებით, რომ რაღაც დავალებებს გააზრებულად ასრულებს. კარგი შედეგისთვის შეაქეთ, ცუდისთვის - სახე შეჭმუხნეთ. ახლა უკვე ბავშვს ესმის რომელია კარგი საქციელი, რომელი- ცუდი. ასევე გაითვალისწინეთ, რაც უფრო რეჟიმში იქნება მოქცეული ბავშვის კვება და ძილი, უფრო მალე მიეჩვევა ქოთანსაც.
წლინახევრის-ორი წლის ასაკშიც პამპერსში ისველებს
მიზეზები - 1. ინტელექტუალური განვითარების არასაკმარისი დონე (რა არის ნორმა და რა - დარღვევა, ამას პედიატრი გაარკვევს). თუმცა განმავითარებელი თამაშების რაოდენობის გაზრდა ცუდი არ იქნებოდა.
2. მეორე მიზეზი ბავშვზე ზეწოლაა. ტუალეტის თემა თუ წვრთნისა და წვალების მიზეზად აქციეთ, ჩნდება სტრესი და უკურეაქციას იწვევს.

შიში 5: "ძილის დროს ოფლიანობს"
თუ ოთახში მაღალ ტემპერატურას გამოვრიცხავთ (22 გრადუსზე მეტი), ასევე თბილ ტანსაცმელს და გენეტიკურ ფაქტორს, შესაძლოა საშიშ პათოლოგიასთანაც გვქონდეს საქმე. თუ ოფლიანობას სიფერმკრთალე და დაბალი ტემპერატურაც ახლავს, უნდა შეამოწმოთ.
- ჭიები - (ჯობია ანალიზი წელიწადში ორჯერ ჩააბაროთ, ვიდრე პრობლემებს დაელოდოთ)
- ოფლიანობა და ღებინების შეგრძნება. თუ ძილშიც კრთის ოდნავ ხმაურზეც კი - ეს რაქიტის ნიშნებია.

შიში 6 - ხშირად ტირის
ტირილი, სანამ ლაპარაკს ისწავლის, ბავშვის ძირითადი საურთიერთობო ენაა. ტირილი ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი რაიმე ნეგატიურს გამოხატავს. თანაც ჯერ კიდევ არამყარი ნერვული სისტემა აქვს. სამ თვემდე ტირილით გამოხატავენ იმ ემოციებს, რომლებსაც ვერ უმკლავდებიან.
არსებობს სხვა გარემოებებიც
- თუ ტირილისას წელში იხრება - კოლიკაა. მის მოსახსნელად არაერთი სააფთიაქო საშუალება არსებობს. მართალია, ბავშვები მათი მიღების შემდეგაც ტირიან, მაგრამ ნუ შეშინდებით. ცოტაც მოითმინეთ, კოლიკის "ასაკი" მალე გაივლის.
- შეიძლება წოვის რეფლექსი აქვს გაძლიერებული. მალ-მალე მიეცით ძუძუ, თუ ხელოვნურზეა - საწოვარა. კვებისას წვრილნახევრიანი საწოვარა შეურჩიეთ, რომ დიდხანს წოვოს.
- შეიძლება ხელში ჭერას მიეჩვია და მის გარეშე ყოფნა აღარ სურს.
- ტირილის მიზეზი შეიძლება ზედმეტი აღგზნებაც გახდეს (სტუმრები, ხალხმრავალი გარემოცვა, უცხო ადგილი, ხმაური, ბევრი ახალი სათამაშო).
19473
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ani
0
8 tvisaa chemi patara da dgeshi samjer dzinavs 15-30 wuti. ukve ramdeni xania esea. Rac acivda sufta haerze dzalian ishviatad gamyavs da sheidzleba esec mokmedebs,magram xafxulshic ese iyo..
00:38 / 17-12-2014
ფიქრია
0
3 წლის და 4 თვის ბავშვი რომ წარამარა ტირის ამაზე რას მეტყვით.ღამეც იცის ასე რამდენჯერმე.
00:27 / 13-12-2014
მსგავსი სიახლეები