ეს რჩევები დაგეხმარებათ შეუმსუბუქოთ პატარას მუცლის ტკივილი. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პირველივე ცდაზე ყველაფერი გამოგივათ, მაგრამ მოთმინება და გამოცდილება გიჩვენებთ, რა მეთოდი უხდება კონკრეტულად თქვენს ბავშვს.
აიყვანეთ ბავშვი ხელში, მიიკარით მუცლით თქვენს ტანზე და მსუბუქად, წრიული მოძრაობებით მოეფერეთ ზურგზე. საწოლში დააწვინეთ მხოლოდ ზურგზე. ჩააწვინეთ პატარა სპეციალურ, ხელით სატარებელ ჩანთაში და მსუბუქად არწიეთ. ეს მოძრაობები მოაგონებს მას რიტმულ მოძრაობებს დედის მუცელში. ზედმეტად არ დაანაყროთ პატარა, შეიძლება ამან გაუკეთოს პროვოცირება მუცლის ტკივილს. გახსოვდეთ, რომ კვებებს შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 2-2 საათნახევარისა. თუ ჯერ ჭამის დრო არ არის, შესთავაზეთ მატყუარა. ხშირ შემთხვევაში წოვის პროცესი ამშვიდებს ბავშვს. თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, შეცვალეთ თქვენი კვება. შეამცირეთ რძის პროდუქტებისა და კოფეინის მოხმარება. დააკვირდით ბავშვის რეაქციას: თუ ბავშვი არ დაწყნარდება, მაშინ დაუბრუნდით თქვენს ჩვეულ რაციონს. ამოიღეთ კვებიდან ისეთი სასუსნავები, რომლებიც გაზების წარმოქმნას უწყობს ხელს. თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, გაიარეთ კონსულტაცია პედიატრთან საკვების შეცვლასთან დაკავშირებით. შემოიღეთ ბავშვის დღიური. გააკეთეთ ჩანაწერები: რამდენ ხანს ღვიძავს, ჭამს, ტირის. მიაქციეთ ყურადღება იმას, რამდენ ხანს წოვდა ძუძუს. დააკვირდით და გააანალიზეთ, რასთანაა დაკავშირებული ტირილი შეზღუდეთ დღის ძილი 3 საათამდე. ღამე, როდესაც ემზადებით კვებისთვის ან უცვლით საფენს, ნუ ჩართავთ მკვეთრ განათებას. თუ პირველ ჯერზე არაფერი გამოგივიდათ, თუ ხვდებით, რომ იმყოფებით ნერვული აფეთქების ზღვარზე და ესესაა უნდა დაიწყოთ ტირილი ან ყვირილი, ჩააწვინეთ ბავშვი საწოლში, უსაფრთხო ადგილას და სთხოვეთ ოჯახის წევრებს, მიხედონ პატარას. თქვენ აუცილებლად გჭირდებათ დრო, რათა დაისვენოთ და აღიდგინოთ ძალები. დაიხსომეთ: არასოდეს ანჯღრიოთ ბავშვი და არც დაუყვიროთ. თუ დეპრესია გაქვთ და ვერ მართავთ თქვენს ემოციებს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ჩართეთ მშვიდი, მონოტონური, თანაბარი ხმები. მაგ: ვენტილატორი, ჰაერის დამატენიანებელი, მშვიდი მუსიკა, გულისცემის ხმის ჩანაწერი და სხვ. დაეხმარება პატარას დამშვიდდეს - ეს ხმები მისთვის ნაცნობია მუცლად ყოფნის დროს.