ჯანმრთელობა0-დან 1 წლამდე
როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვს სწორად ხოხვა - დეტალური ინსტრუქცია ფოტოებით
როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვს სწორად ხოხვა - დეტალური ინსტრუქცია ფოტოებით
ერთი შეხედვით ისეთი უწყინარი ქმედება, როგორიც ხოხვაა - ბავშვის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან სწორედ ესაა სხვა ბევრად უფრო რთული მოძრაობების ათვისების საფუძველი. თუმცა, იატაკზე ცოცვასაც აქვს სწორი მიდგომა, რაშიც პატარებს მშობლები უნდა დაეხმარნონ.

ყველა ბავშვი სხვადასხვა დროს იწყებს იატაკზე ცოცვას, ისევე, როგორც სიარულს. საშუალოდ, 6-7 თვიდან იწყება ეს პროცესი, ამიტომ, თქვენ ბავშვთან ერთად შეგიძლიათ 5-6 თვის ასაკში მოემზადოთ. 8 თვის ასაკში კი ბავშვების უმეტესობა გადაადგილებისას მარცხენა ხელს მარჯვენა ფეხთან ერთად ამოძრავებს და პირიქით. შემდეგი უნარების განვითარება მხოლოდ დროისა და
მშობლის მონდომების საკითხია. დღეში 2-3-ჯერ
15-20 წუთი ბავშვის ვარჯიში შედეგად ნამდვილად ღირს.

მომზადების ეტაპები:

  • ჰაერის ტემპერატურა ოთახში 18-22 გრადუსი უნდა იყოს, რომ ბავშვმა სიამოვნებით იცოცოს იატაკზე. უნდა იყოს თხლად ჩაცმული, წინდების გარეშე.
  • იატაკის რბილი საფარი ბავშვის კანს ტრავმისა და დაზიანებებისგან დაიცავს.
  • ბავშვს მოძრაობაში ტანსაცმელი ხელს არ უნდა უშლიდეს. უმჯობესია, წინდები არ ჩააცვათ, რათა ფეხით შეიგრძნოს ზედაპირი, რომელზეც ცოცავს.
  • ფერად სათამაშოებს განსხვავებული ფაქტურები უნდა ჰქონდეთ. უმჯობესია, თუ ერთი მაინც იქნება ისეთი, რომელიც ხმას გამოსცემს, მღერის, ფერადი შუქი აქვს და ასე შემდეგ, რომ ბავშვში ინტერესი გამოიწვიოს.
  • პატარა მუთაქა ან ბალიში ბავშვს დაეხმარება, სწავლების კიდევ ერთ ეტაპს დაეუფლოს.

წესები ასეთია:

mshoblebi

  • ბავშვი იატაკზე დავსვათ, ისე როგორც ფოტოზეა მოცემული და გავაცნოთ რომელიმე სათამაშო. ჩვენი ამოცანაა, რომ სათამაშოთი ისე დავაინტერესოთ, რომ მისკენ გადაადგილება მოინდომოს.
  • შემდეგ სათამაშო გვერდზე გადავდოთ და ბავშვის ყურადღება რომ არ დავკარგოთ, ჩავრთოთ მასში მუსიკა, განათებები.
  • ახლა უკვე მიზანი მიღწეულია, ბავშვი სათამაშოთი დაინტერესებულია. ხედავს, რომ ცოტა მოშორებით დადეთ, ხმაც ესმის და ფერად შუქსაც უყურებს. თქვენც გრძნობთ, რომ ბავშვი მზადაა, "ფასდაუდებელ" ობიექტს დაეუფლოს.

mshoblebi

  • ამ დროს ბავშვი ხელებს ეყრდნობა და წონის ნაწილი სხელის ქვედანახევარზე მოდის, ანუ ის სამ წერტილს ეყრდნობა.
  • ბავშვისთვის ძალიან დიდი გამარჯვება იქნება, თუ ხელებთან ერთად, მუცელსაც წამოსწევს იატაკიდან, ანუ ხელებსა და ფეხებზე დადგება. ამას პატარა ტრენინგი დასჭირდება. იმისათვის, რომ მას აქტივობა გაუადვილდეს, თავიდან ბალიში ან მუთაქა ამოუდეთ მუცელქვეშ, რომ მოძრაობის დროს ზურგი ზედმეტად არ დაეძაბოს.

mshoblebi

  • ახლა კი ბავშვი შეეცდება, მისწვდეს სათამაშოს, რომელიც აინტერესებს.
  • როდესაც ბავშვი ხელებსა და ფეხებზე დადგება, ბოლო ეტაპია, დამოუკიდებლად შეძლოს გადაადგილება. ამისათვის, წონასწორობა უნდა შეინარჩუნოს და ხელები და ფეხები მოქმედებაში მოიყვანოს. მწკრივში რამდენიმე სათამაშო დაალაგეთ. როდესაც ბავშვი ერთი სათამაშოდან მეორეზე გადავა, სივრცეში ორიენტირებას ისწავლის და ვესტიბულურ აპარატსაც გაიუმჯობესებს.

ბეჭდვა