ახალგაზრდა დედები ხშირად ეკითხებიან ექიმებს, როგორ გაიგონ ბავშვის ტემპერატურა, როგორ დარწმუნდნენ, რომ ბავშვს არც სცივა, არც ცხელა. მაგალითად, სეირნობის დროს ჩვილის ჩაფუთვნა ან გრილად ჩაცმა მშობლის გადასაწყვეტია, მაგრამ რითი უნდა იხელმძღვანელოს მან.
სწორია თუ არა, ტემპერატურის დასადგენად ჩვილისთვის ცხვირზე ხელის მოკიდება? რაზე მიუთითებს ცივი ხელები?
ჩვილის ტემპერატურა დაბადებიდან პირველ-ორ კვირაში 26,5-37,5 გრადუსია.
მოგვიანებით, სხეულის ტემპერატურის გასაგებად ჩვილს ხელი დაადეთ ყელის ჩაღრმავებაზე. თუ თითმა სიცხე იგრძნო და სისველე, ბავშვი გადახურებულია.
ზოგიერთ დედას მიაჩნია, რომ ბავშვის გრილი ხელისგულები და ტერფები მიუთითებენ, რომ
ბავშვს სცივა. სინამდვილეში, ცივი ხელ-ფეხი იმის ნიშანია, რომ ბავშვს სცხელა და გაგრილებული კიდურებით ბავშვი ცდილობს სხეულის ტემპერატურა დაარეგულიროს.
ხოლო ცხვირი კი ბავშვს მუდამ თბილი უნდა ჰქონდეს.