რა არის მთავარი ელემენტი, რაც მხოლოდ დედის რძეშია და არა ხელოვნურ ნარევში და რა მნიშვნელობა აქვს მას
რა არის მთავარი ელემენტი, რაც მხოლოდ დედის რძეშია და არა ხელოვნურ ნარევში და რა მნიშვნელობა აქვს მას

ძალიან ბევრი დედა გარკვეული გარემოებების გამო ბავშვის კვებისას ხელოვნურ ნარევს ირჩევს. ადაპტირებული ნარევები კვებითი ღირებულების თვალსაზრისით, მაქსიმალურადაა მიახლოებული დედის რძეს, თუმცა იმუნოლოგები ფიქრობენ, რომ ყველაზე ადაპტირებული და ბალანსირებული ნარევიც კი ბავშვის იმუნური სისტემის გაძლიერების თვალსაზრისით, ბუნებრივ კვებას ვერ ჩაანაცვლებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დედებს მოუწოდებს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში ბავშვი ბუნებრივი კვებით გაზარდონ. ამ პერიოდში დედის რძე ბავშვისთვის საკვებიცაა და წყალიც.

„დედის რძე მხოლოდ საკვები არაა. მასში დიდი რაოდენობით იმუნური კომპონენტებია, რომლებსაც დედა შვილს გადასცემს. მაგალითად რესპირატორული ინფექციები, რომლითაც დედა დაავადდა, მის ორგანიზმში სპეციალურ ანტისხეულებს
წარმოშობს. ეს იმუნოგლობულინები რძეში ხვდება,
რისი წყალობითაც ბავშვი 2-3 კვირის განმავლობაში დაცულია, რომ ინფექცია არ გადაედოს“ - წერს იმუნოლოგი დარია ებერცი. ძუძუთი კვება არ წყდება მაშინაც, თუ დედა ანტიბიოტიკებს იღებს. დღეს არსებობს ანტიბიოტიკები, რომლებიც შეთავსებადია ლაქტაციასთან. მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გასცემს ექიმი ლაქტაციის შეწყვეტის რეკომენდაციას.

დედის რძეში 200 სახეობის ოლიგოსაქარიდია, რომლებიც ბავშვის კუჭ-ნაწლავში სასარგებლო ბაქტერიებს კვებავს. კუჭ-ნაწლავში კი ყველაზე დიდი რაოდენობითაა იმუნური უჯრედები, იმუნოგლობულინები და სხვა დამცავი ელემენტები.
ეს ბაქტერიები ძლიერი ხელშემწყობია მყარი იმუნური სისტების ჩამოსაყალიბებლად. სწორედ ეს არის მთავარი განსხვავება ხელოვნურ ნარევთან, რომელიც მოკლებულია ასეთ ელემენტებს. საქარიდების ამ 200 სახეობიდან ტექნოლოგიურად მხოლოდ 4-5-ის მიღება შევძელით“ - ამბობს ებერცი.
და რა პასუხი აქვთ იმუნოლოგებს იმ დედებისთვის, რომლებიც იძულებულნი არიან ძუძუთი კვების ფუფუნებაზე უარი თქვან და ხელოვნურ ნარევს მიმართონ.

„ხელოვნური რძით გაზრდილი ბავშვები მოგვიანებით გაიმაგრებენ იმუნურ სისტემას, როცა დამატებით კვებაზე გადავლენ და ნატურალური პროდუქტების მიმღებას დაიწყებენ. იმუნიტეტს გაუძლიერებთ თანდათან გარემოსთან ადაპტაციაც.
„ხელოვნური ნარევით გაზრდილი პატარების მშობლები უნდა ცდილობდნენ, რომ მოგვიანებით ნაკლებსტერილურ გარემოში ამყოფონ ბავშვი, მეტი ჭუჭყი და ნაკლები დეზინფექცია ხელს უწყობს გაკაჟებას. ვარბენინოთ ბავშვები ფეხშველა ბალახზე, მიწაზე. ნუ ჩაფუთნით, ნუ აუკრძალავთ ცივი წყლის დალევას, წუწაობას“ - გირჩევთ იმუნოლოგი.
რაც შეეხება სტერილურობას, 4-დან დაახლოებით 6 თვემდე ბავშვი უნდა გაეცნოს თითქმის ყველა პოტენციურ ალერგენს.

„რაც უფრო ადრე გაიცნობს იმუნური სისტემა ალერგენებს, უფრო ნაკლებია მომავალში ალერგიის განვითარების შანსი. ამიტომ დამატებითი კვება უნდა მივცეთ ძალიან ფრთხილად, თუმცა ნელ-ნელა უნდა გავზარდოთ მრავალფეროვნება“ - ამმბობს ებერცი.
შეგახსენებთ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ძუძუთი კვების რეკომენდაციას იძლევა მუნიმუმ ექვს თვემდე, სასურველი ვადა კი 2 წლამდეა.



2991
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები