დაბადებიდან ჩვილი ზრდა-განვითარებაში რამდენიმე "ნახტომს" აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ განვითარების ეტაპები გარწვეულწილად ინდივიდუალურია, ჩვილმა შეიძლება მეტნაკლები დაგვიანებით, მაგრამ მაინც აუცილებლად უნდა გაიაროს ეს ეტაპები.
პირველი სიტყვები ბავშვმა უნდა წარმოთქვას 6 თვიდან 1,10 თვის შუალედში.
განვითარების ტემპი პირველ რიგში მემკვიდრეობაზეა დამოკიდებული. არსებობს ოჯახები, სადაც ბავშვები ინტელექტუალურად სწრაფად ვითარდებიან. სხვები მოქნილები არიან, მაგრამ ლაპარაკს გვიან იწყებენ. არცერთი არ არის დარღვევა, ბუნებრივი მდგომარეობაა და არ არის დამოკიდებული არც კვებაზე და არც არზრდის მეთოდებზე. გასათვალისწინებელია ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობებიც. რომელი ტემპერამენტისაა: ქოლერიკია თუ მელანქოლიკი. პირველს უფრო სწრაფი რეაქციები აქვს, მეორე მეტად გაწონასწორებულია.
ამასთან, განვითარების ეტაპების ცოდნა აუცილებელია. საქმის კურსში უნდა იყოთ, რა იქნება ბავშვის მომდევნო ნაბიჯი. ვთქვათ, წევს ბავშვი იატაკზე, ხალიჩაზე, ცქმუტავს, მაგრამ ჯერ ვერ გადაადგილდება, დედა მშვიდად ტოვებს და რაღაც მომენტში ხედავს, რომ ბავშვი უკვე სადენს ღრღნის, რადგან უცებ ისწავლა ხოხვა და მიუახლოვდა მისთვის საშიშ ნივთებს. თუ მშობელი გაფრთხილებული არ იქნება განვითარების ნახტომებზე, არც ეცოდინება, რომელ ასაკში რისთვის უნდა იყოს მზად.
აუცილებელი არაა, ბავშვი სქემით გაწერილი ნორმის მიხედვით ვითარდებოდეს, მაგრამ ვარიანტების ცოდნა და ზრდის ნახტომებზე დაკვირვება საჭიროა. ყურადღება მიაქციეთ, განვითარების რა ეტაპი გამოტოვა ბავშვმა. მაგალითად, თუ არ რეაგირებს ხმაზე, დიდხანს არ იღიმის, არ ცდილობს გადაბრუნებას, ხოხვას, უნდა დაფიქრდეთ. რატომ არის აუცილებელი ბავშვის გაღიმება? ღიმილის არ არსებობა ერთ-ერთი მინიშნებაა აუტისტურ სპექტრზე. მშობელმა შეიძლება ეს არ იცოდეს და ეგონოს, რომ სერიოზული შვილი ჰყავს.
კარგია, როცა ბავშვი გამოცდილი სპეციალისტის მეთვალურეობის ქვეშ იზრდება, რომელმაც უამრავი ბავშვი გამოზარდა. მის მზერას არაფერი გამოეპარება, ყველა ნიუანსს აკვირდება. თუ მშობელს რაღაცაზე ეჭვი გაუჩნდება, ბავშვი სპეციალისტს უნდა გაასინჯოს. სამ თვეში ერთხელ ბავშვი გამოცდილ ადამიანს გაასინჯეთ. მისასალმებელია, თუ დედა მისი შვილის ასაკის ბავშვებს აკვირდება, ესაუბრება მათ მშობლებს. განსაკუთრებით მათ, ვისაც რამდენიმე შვილი ჰყავს - მათ შეუძლიათ დედა დაამშვიდონ, რჩევა მისცენ, მიუთითონ კონკრეტულ სიტუაციაში როგორ მოიქცეს.
ზრდის ნახტომები მე-15 კვირამდე ჩვენ უკვე
განვიხილეთ სტატიაში
ამჯერად ვაგრძელებთ მე-15 კვირიდან, რომელიც დაახლოებით 3-4 თვის ასაკს ესადაგება.
ზრდის მეოთხე ნახტომი - გარემოს ათვისება მე-15-მე-19 კვირა
რა შეუძლია ამ ასაკის ჩვილს:
- მხოლოდ სათამაშოს აღება და მოჭმუჭვნა კი არა, შეუძლია მას მისწვდეს, ყველა მხრიდან დაათვალიეროს, ხელში ატრიალოს;
- უბრალოდ კი არ ღუღუნებს, ცდილობს თქვას "დედა" და "მამა";
- სწავლობს ხოხვას და გარშემო არსებული სამყაროს აღქმას.
ქცევის თავისებურებები
- ჩვილი ხვდება, რომ ზოგიერთი მოვლენა მისი სურვილით შეიძლება მოხდეს და ეს თან აშინებს, თან აოცებს. ცდილობს საწოლიდან ძირს ჩამოხოხებას, თუ ტირილისას ხელში აიყვანთ, ცდილობს ახალშობილის პოზა მიიღოს.
- როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები?
- გახსოვდეთ, ადრე საკმარისი იყო ბავშვი ხელში აგეყვანათ, ახლა ახალი გასართობები უნდა მოიგონოთ. ახლა ტაქტილური კონტაქტი მცირდება.
ფსიქოლოგის რჩევა: სასურველია, სწორად შეურჩიოთ გარემო: ზოგიერთი სათამაშო შეიძლება მისთვის დიდი იყოს, ხმაურიანი ან ზედმეტად ჭრელი. ხანდახან, აინტერესებს საჟღარუნოს ხმა და თან აფრთხობს მისი ჟღერადობა. სათამაშო უნდა იყოს კომპაქტური, მსუბუქი, ასაღებად მოსახერხებელი და არ უნდა ჰქონდეს, ძალიან დიდი ხმა. დიდსა და ჭრელ სათამაშოს ბავშვი მოგვიანებით აღიქვამს.
ზრდის მეხუთე ნახტომი - დისტანციის აღქმა 23-ე-26-ე კვირა (4-5 თვე)
რა შეუძლია ამ ასაკის ჩვილს:
- ხელებისა და ფეხების მოძრაობა უმჯობესდება, ბევრს მოძრაობს;
- აღიქვამს, რომ საგნებს შორის არსებობს მანძილი.
ქცევის თავისებურებები:
- მორცხვობს, ჭირვეულობს, თუ უცხოსთან მისვლას სთხოვენ. დედას მუდამ გვერდით უნდა გრძნობდეს ან ხედავდეს. სათამაშოს მიხუტება დაცულობის შეგრძნებას უვითარებს.
როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები?
ბავშვი მეტად აქტიური ხდება, იყავით ყურადღებით მის მიმართ. ბავშვს თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. ამგვარად შეძლებს, გააკონტროლოს გარემო თავის გარშემო და გათავისუფლდეს შიშებისგან. ახლა დედასთან ჩახუტების გარდა შეიძლება დამშვიდდეს წიგნზე ან სათამაშოზე გადართვით.
ფსიქოლოგის რჩევა:
უძრავი ჩვილი მოძრავი ხდება. სწავლობს სხვადასხვა მოძრაობას, ხოხვის განვითარებას და საგნებზე დაყრდნობით წამოდგომას ცდილობს.
ზრდის მეექვსე ნახტომი - კატეგორიების სამყარო - 34-ე-37-ე კვირა (5-6 თვე)
რა შეუძლია ამ ასაკის ჩვილს:
- გარშემო არსებული საგნების დაჯგუფებას სწავლობს: სათამაშოები, ადამიანები, საგნები, შეგრძნებები;
- არჩევს საგნებს კონსისტენციის, გემოს, ფერის მიხედვით. აგროვებს იატაკზე დაყრილ ნამცეცებს, ფაფას ხელით იღებს, პიურეში თითებს ყოფს და ყველაფრის დაგემოვნებას ცდილობს;
- ჯერ ვერ ლაპარაკობს, მაგრამ რაც უნდა გაგებინებთ, თავადაც უკვე ბევრს ხვდება.
ქცევის თავისებურებები:
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს ერთ-ერთი რთული პერიოდია ბავშვს ცხოვრებაში. მას უნდობლობა უჩნდება გარშემო მყოფების მიმართ. ჭირვეულობს, შფოთავს, მომთხოვნი ხდება, მოუთმენელი. და კვლავ ცდილობს, დედას მიეხუტოს.
როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები?
არ აუკრძალოთ ბავშვს საგნების შემეცნება, იმათიც კი, რომლებიც თქვენ საშიში გეჩვენებათ, მაგრამ თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ. მიეცით მას ექსპერიმენტების შესაძლებლობა: დააჭერინეთ, ჩაართვევინეთ. სთხოვეთ, რაღაც გააკეთოს, მოგაწოდოთ, შეაქეთ, როცა თავს გაართმევს.
ფსიქოლოგის რჩევა:
ბავშვის საკვლევი ორგანოებია პირი და ხელები. ყველაფერი, რასაც ხედავს, სურს დააგემოვნოს. მიეცით ამის უფლება, თუ ზიანს არ მიაყენებს, რა თქმა უნდა. და რაც ზიანს მიაყენებს, ეცადეთ, მისი თვალთახედვის არეში არ იყოს.
ზრდის მეშვიდე ნახტომი - თანმიმდევრობების სამყარო - 42-ე-46-ე კვირა
რა შეუძლია ამ ასაკის ჩვილს:
- ცდილობს დალაგებას, კონსტრუირებას;
- ცდილობს შეასრულოს თანმიმდევრული ქმედებები;
- მოსწონს დანგრევა და საგნების მიმოყრა.
ქცევის თავისებურებები
ბავშვი მზადაა ყველაფერისთვის, ოღონდ, თქვენ გვერდით იყოს. დედას ეწებება, ცდილობს მასზე აბობღებას. ითხოვს, რომ უყურადღებოდ არ დატოვოთ. პირველად უჩნდება ეჭვიანობის შეგრძნება. შფოთავს, ძნელად იძინებს და ცუდად სძინავს. სწავლობს ცუღლუტობას.
როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები?
მიაჩვიეთ საოჯახო საქმეების შესრულებას, რამე დაავალეთ. აუხსენით, რომ დაკავებული ხართ (სახლს ალაგებთ, საჭმელს ამზადებთ), მიეცით ქვაბი, ან კოვზი. შესთავაზეთ, რომ დაგეხმაროთ, როცა აცმევთ, თმას უვარცხნით, კბილებს უხეხავთ. მიეცით უფლება, რომ დამოუკიდებლად ჭამოს კოვზით. ასწავლეთ თითებით თამაში. დამალეთ სათამაშო და ერთად მოძებნეთ.
ფსიქოლოგის რჩევა:
ერთ წლამდე ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ტაქტილური კავშირი. ფსიქოლოგების აზრით, პირველი 6 თვის მონაპოვარია ემოციური ურთიერთობა დედასთან, წლის მთავარი შედეგი - სამყაროსადმი ნდობა. წლინახევრის ასაკში ბავშვის ცხოვრებაში განვითარების ახალი ეტაპი იწყება. ბავშვი პიროვნება ხდება, სწავლობს ლაპარაკს, უჩნდება საკუთარი აზრი. მოგვიანებით ყველაფერი ასე მშვიდად ვერ ჩაივლის, ცვლილებები მოსალოდნელია კრიზისულ წლებში: 3, 7 წელი, თინეიჯერობისას.
ზრდის მერვე ნახტომი - გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. 51-ე-55-ე კვირა
რა შეუძლია ამ ასაკის ჩვილს:
- სხვადასხვა ამოცანის ამოხსნას საკუთარი ძალებით ცდილობს;
- სწავლობს, რა არის გარეცხვა, დარეკვა, ჩაცმა, სუფრასთან დაჯდომა, მაღაზიაში წასვლა;
- ხვდება, რომ სასურველის მიღწევა სხვადასხვა გზით შეუძლია.
ქცევის თავისებურებები
ბავშვების უმეტესობა ითხოვს ყურადღებას, მუდმივ დაკავებულობას. ბავშვს შეიძლება მკვეთრად გაუფუჭდეს განწყობა. დაფიქრდეს, ჩაფიქრდეს, შეიძლება თვალი გაუშტერდეს, ან პირიქით, მავნე გახდეს, თქვენი ყურადღების მიქცევა სიჯიუტით სცადოს, განსაკუთრებით, როცა ვერ იცლით მისთვის. შეუძლია გაბრაზდეს, როცა რაღაცას უკრძალავთ.
როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები?
მიეცით ბავშვს უფლება, დიდური საქმეები შეასრულოს: გააშლევნეთ სუფრა, დაალაგებინეთ პროდუქტები, სთხოვეთ რამის მოტანა. ბავშვს კარგად ამშვიდებს წყალი - მიეცით ჭურჭლის, სათამაშოს გარეცხვის, თოჯინის დაბანის საშუალება.
ფსიქოლოგის რჩევა:
ჭირვეულობა - მიზანმიმართული ქცევაა სასურველი შედეგის მისაღწევად, როცა ბავშვმა იცის, რომ კარგად უნდა მოიქცეს, ცუდად იქცევა. ეს ნორმალურია და ზედმეტი ემოციებით ნუ შეხვდებიტ ამგვარ გამოვლინებებს.
ზრდის მეცხრე ნახტომი - პრინციპების დრო - მე-60-64-ე კვირა
რა შეუძლია ამ ასაკის ჩვილს:
- პრინციპებს ავლენს, აღვევს ჩვეულ წესებს, თავად ქმნის, შეაქვს ცვლილებები, აფასებს კიდეც მათ;
- სწავლობს კოტრიალობას, აფოფხვას;
- იჭერს ფანქარს;
- ბაძავს რაღაც ქმედებებს;
- მაიმუნობს, მანჭავს სახეს.
ქცევის თავისებურებები
შეიძლება მოითხოვოს: ასე მსურს და გავაკეთებს. ისტერიკაში ვარდება, რათა მისი ინტერესები დაკმაყოფილდეს. ღნავის, რათა მიიქციოს თქვენი ყურადღება, სწავლობს გარშემო მყოფების რეაქციებს თავის საქციელზე. სურს, დამოუკიდებელი იყოს, თვითონ გააკეთოს, მაგრამ ყოველთვის არ იცის, როგორ. სწავლობს "კის" და "არას" მნიშვნელობებს.
როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები?
ეცადეთ, ხელი არ შეუშალოთ, მიეცით უფლება, რომ სცადოს, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. თუ ბავშვი აგრესიულად იქცევა, აუხსენით, რომ არ მოგწონთ მისი ქცევა. აწარმოეთ მასთან მოლაპარაკებები. აუხსენით საზღვრები, რა შეუძლია გააკეთოს და რა - ეკრძალება. ასწავლეთ "კის" და "არას" მნიშვნელობა და თავად არ დაარღვიოთ.
ფსიქოლოგის რჩევა:
ბავშვი სიარულს 7 თვიდან 1,4 თვემდე სწავლობს. თუ ამ პერიოდში სიარულს არ ცდილობს, მიაქციეთ ყურადღება, მიიყვანეთ სპეციალისტთან.
ზრდის მეათე ნახტომი - სისტემის სამყარო - 72-ე-75-ე კვირა
რა შეუძლია ამ ასაკის ჩვილს:
- ამ პერიოდში უყალიბდება სინდისი. სწავლობს მოქნილობას, პრინციპების გამოვლენას და ცდილობს, გარემოებას მოერგოს;
- ხვდება, რომ მისი ქცევა კონკრეტულ მოვლენებს იწვევს, საგნებზე ზემოქმედებს, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება;
- ხვდება, რომ სხვა ადამიანებს მისგან განსხვავებული მისწრაფებები გააჩნიათ;
- არჩევს საკუთარსა და სხვისას;
- ხატავს გარშემო არსებულ საგნებს, საკუთარ თავს.
ქცევის თავისებურებები
მეტად აღგზნებადია, სურს დედის გვერდით იყოს მთელი დღეები. ხანდახან შეიძლება აუტანელი მოგეჩვენოთ თავისი შეუპოვრობით.
როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები?
მიეცით ენერგიის დაცლის საშუალება. იმაიმუნეთ მასთან ერთად. მოაწყვე ხმაურიანი თამაშები, გაბერეთ საპნის ბუშტები, ირბინეთ. ამ პერიოდში უყალიბდება ბავშვს ინტერესები. იყავით ყურადღებით, დააკვირდით, ეცადეთ გაერკვეთ, რა თვისებებითაა დაჯილდლოებული, რის მიმართ ავლენს ინტერესს. დაეხმარეთ ახლის შესწავლაში, დაუკმაყოფილეთ ინტერესი. მიეცით უფლება, გაეცნოს სხვადასხვა სისტემას. ცდილობს წესრიგის დამყარებას - უყიდეთ პაზლი, აუხსენით როგორ უნდა ააწყოს.
ფსიქოლოგის რჩევა:
როცა წლის ბავშვი დადის, მას ფეხები უმისამართოდ მიარბენინებენ - მის ფეხქვეშ დედამიწა ბრუნავს. როცა წლინახევრის ბავშვი მოძრაობს, ის ა პუნქტიდან ბე პუნქტში კონკრეტული მარშრუტით გადაადგილდება. შეიძლება წაიბორძიკოს, მაგრამ ხვდება, საით მიდის, ეს ხარისხის სხვა საზომია.
დაისვენებენ თუ არა სკოლები დიდ ხუთშაბათს - განათლების სამინისტროს განმარტება