კბილების ამოჭრა პატარასთვის საკმაოდ მტკივნეულია, დასუსტებულ ორგანიზმს კი ადვილად ერევა ინფექციები ბავშვის პირველი კბილი დედისთვის დიდი სიხარულია. თუმცა კბილებს ბევრი უსიამოვნებაც მოაქვთ. ჭირვეულობა და ტირილი, მადის დაქვეითება, ძილის დარღვევა - კბილების ამოჭრა პატარასთვის საკმაოდ მტკივნეულია, დასუსტებულ ორგანიზმს კი ადვილად ერევა ინფექციები. კბილები მშობლებისთვის მნიშვნელოვანი თემაა. გთავაზობთ 6 მთავარ ფაქტორს ბავშვის კბილების შესახებ.
1. კბილების ამოჭრის საყოველთაოდ მიღებული გრაფიკისგან გადახრა ნახევარი წლით ადრე თუ გვიან - ნორმაა.
2. კბილების ამოჭრის თანმიმდევრობის ან თანკბილვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დარღვევა არ ნიშნავს ბავშვის განვითარების დარღვევას ან დაავადებას.
3. არაფერს არ შეუძლია იმოქმედოს კბილების ამოჭრის ტემპზე. ამიტომ ზედმეტად ნუ გაჭყიპავთ ბავშვს ვიტამინებითა და სხვა სტიმულატორებით. ჯობია დედა იკვებოს სრულფასოვნად და ვიტამინებს ის რძით გადასცემს ბავშვს.
4. კბილების ამოჭრისას ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქება სპეციალური მალამოებით შეიძლება. ამ დროს იყენებენ როგორც მალამოებს, ასევე საღეჭ, რეზინის სათამაშოებს.
5. არსებობს ღრძილების დამამშვიდებელი მალამოები. თუმცა ტკივილების გასაყუჩებლად ტკივილგამაყუჩებელი სანთლები უფრო ეფექტურია, რომელსაც ღამით უკანა ტანიდან გაუკეთებთ.
6. ერთი წლის ბავშვი უკვე სტომატოლოგს აჩვენეთ. ის შესაფასებს ბავშვის კბილების მდგომარეობას და პირის ღრუს განვითარებას. გეტყვით, როგორ უნდა მოუაროს კბილებს, რა მდგომარეობაშია ენის ლაგამი. ამის შემდეგ ყოველ ერთ წელიწადში ან 6 თვეში ერთხელ სტომატოლოგთან ვიზიტი აუცილებელია.
7. გავრცელებულია მცდარი შეხედულება, რომ ბავშვის კბილების მკურნალობა საჭირო არ არის, რადგან ისინი მაინც უნდა მოიცვალოს. საქმე ისაა, რომ სანამ ამოღების დრო მოვა დაზიანებული კბილი იმ მუდმივი კბილის ჩანასხასაც აზიანებს, რომელიც ამოღების შემდეგ უნდა ამოვიდეს. გარდა ამისა, შეიძლება დაჩირქდეს და ნაადრევად გახდეს ამოსაღები. დროზე ადრე ამოღებული კბილის ადგილს კი სხვა კბილები იკავებენ, რითაც თანკბილვა ირღვევა. ამიტომ ყურადღებით ადევნეთ თვალი ბავშვის კბილების მდგომარეობას და პატარა დაზიანების შემთხვევაშიც აუცილებლად აჩვენეთ სტომატოლოგს.