ნაწლავთა პირველი მოქმედება ახალშობილს დაბადებიდან პირველივე საათებში აქვს. ამ განავალს მეკონიუმი ჰქვია. იგი გადაყლაპული სანაყოფე წყლის და ნაწლავების კედლიდან ჩამოფცქვნილი უჯრედების ნარევია. დაბადების შემდეგ ბავშვის ნაწლავთა მოქმედების სიხშირე, განავლის კონსისტენცია და ფერი ცვალებადობს და დაკავშირებულია კვების ტიპთან, სხვადასახვა მედიკამენტის მიღებასთან.
ბუნებრივ კვებაზე მყოფი ჩვილის განავალი მოყვითალოა, ზოგჯერ მომწვანოც, ფაფისებრი კონსისტენციის, ხაჭოსებრი, შესაძლებელია ლორწოსაც შეიცავდეს. ნაწლავთა მოქმედება შესაძლებელია ყველა კვების შემდეგაც იყოს და ეს ნაწლავთა აშლილობას არ ნიშნავს. ასეთი ტიპის ნაწლავთა მოქმედება ნორმაა და ის მკურნალობას არ საჭიროებს.
მთავარია, განავალი არ უნდა შეიცავდეს დიდი რაოდენობით სითხეს. ასეთ შემთხვევაში პედიტრთან ვიზიტი აუცილებელია.
ხელოვნურ კვებაზე მყოფი ჩვილის განავალი უფრო მკვრივია, ფორმირებული, მოყვითალო. განავლის ფერი და კონსისტენცია იცვლება დამატებითი კვების დაწყების შემდეგ.
გახსოვდეთ, თუ თქვენი პატარა ჰიპოალეგიული ხელოვნური ნარევით იკვებება, შესაძლოა, მისი განავალი მომწვანო იყოს.