ერთდროულად მიიღებთ დამამშვიდებელ, ანტისეპტიკურ, ანტიალერგიულ და გამაჯანსაღებელ აბაზანას დამამშვიდებელი აბაზანა ბავშვს ჯობს ძილის წინ მიაღებინოთ. ამ აბაზანისთვის საჭირო ნაყენები ნებისმიერ აფთიაქში იყიდება. გვირილის, კატაბალახს, მელისას ძირები კანის დეზინფექციასაც ახდენენ და დადებითად მოქმედებენ მთელ ორგანიზმზე. ეს ბალახეული ნაყენები კანს შლაკების და იმ ნივთიერებების გამოდევნაში ეხმარებიან, რომელიც გარკვეული ალერგიული რეაქციების დროს გროვდება, მაგალითად, დიათეზის დროს.
ასეთი აბაზანები სხვადასხვა ბალახეულისგან შეიძლება დააყენოთ. შესაძლებელია როგორც ცალკეული, ასევე ერთმანეთში არეული ბალახეულის ნაყენის დამზადება. ამგვარად ერთდროულად მიიღებთ დამამშვიდებელ, ანტისეპტიკურ, ანტიალერგიულ და გამაჯანსაღებელ აბაზანას. სამაგიეროდ გაითვალისწინეთ, რომ ასეთ "ჯადოსნურ" ეფექტს მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებთ, თუ აბაზანას კურსის სახე აქვს და არა ერთჯერადი.
პიტნას, ჭინჭარს, სალბს, ვალერიანის ძირებს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, აუმჯობესებენ ძილს. აბაზანის ტემპერატურა 36,5-ს არ უნდა აჭარბებდეს. შეამოწმეთ თერმომეტრით.
დამამშვიდებელი აბაზანა
პროპორციით 1:1:1 შეურიეთ ერთმანეთში შავბალახა, მატიტელა, სედატიური ნაკრები #2 (იყიდება აფთიაქებში). 3 სუფრის კოვზ ბალახეულზე ივარაუდეთ 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ 30-40 წუთით და გააზავეთ 10 ლიტრ წყალში. ბავშვი აბაზანაში 10-15 წუთით უნდა იწვეს. პროცედურა დღეგამოშვებით 12-15-ჯერ უნდა გაიმეოროთ.
ბავშვის დამამშვიდებელი აბაზანა უძილობისა და გაღიზიანებადობის დროს
თუ ბავშვი გაღიზიანებულია და ყველაფერზე მძაფრად რეაგირებს, შეგიძლიათ მინდვრისნემსას აბაზანა მოუმზადოთ. 5 სუფრის კოვზ მცენარეს 0,5 ლიტრი მდურარე დაასხით, გააჩერეთ 30 წუთით და შემდეგ გააზავეთ 10 ლიტრ წყალში. აბაზანის ხანგრძლივობა 10 წუთია.
აბაზანა უძილობის დროს
50 გრამი კალენდულას ყვავილს, პიტნას და თავშავას დაასხით 3 ლიტრი მდუღარე წყალი და გააგრილეთ. გააზავეთ 10 ლიტრ წყალში. მიაღებინეთ აბაზანა ძილის წინ 10-10 წუთით კვირაში 3-ჯერ. დაგჭირდებათ სულ 5-7 პროცედურა.
აბაზანა ნაწლავთა კოლიკისთვის
თბილი აბაზანა (თუნდაც ორკბილასი ან უბრალოდ თბილი წყლის) ყოველთვის დადებითად მოქმედებს კოლიკასა და ნაწლავთა სპაზმზე. ბავშვი დუნდება და მშვიდდება. მართალია, აბაზანა კოლიკას ბოლომდე არ მოხსნის, მაგრამ მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს.