მას ბევრი უცნაურობა ახასიათებს და ძალიან იშვიათადაა ლამაზი როგორია ახალშობილი, მომავალმა მშობლებმა ყოველთვის არ იციან. ახალშობილი თავიდანვე მრგვალი, ვარდისფერი და მოღიმარი როდია. მას ბევრი უცნაურობა ახასიათებს და ძალიან იშვიათადაა ლამაზი.
აი, ფაქტებიც, რომელთა ცოდნა ახალგაზრდა მშობლებისთვის აუცილებელია:
სიფრთხილის ზონა
ყიფლიბანდი დაახლოებით ერთი წლის ასაკში იხურება. მისი არსებობა მშობიარობისას აუცილებელია, რათა თავის ქალაზე წნევ არ გაიზარდოს. ყიფლიბანდიდან მფეთქავი ძარღვები მოჩანს, რომელთა საშუალებით ნევროლოგიური მდგომარეობის დიაგნოსტირება ხდება, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ დღეებში.
ახალშობილის კანი
რეალობა ძალიან შორსაა იმ წარმოსახვისგან, რომ ბავშვის კანი ატამივით ხავერდოვანია. სინამდვილეში კანი წითლდება, იქერცლელება, ზოგჯერ გამონაყარითაც იფარება. ეს ჯერ კიდევ გაუმართავი ჰორმონული ბალანსის ბრალია, შემდეგ კი - არასწორი მოვლის.
ბავშვი ყოველდღე უნდა აბანაოთ საპნის გარეშე. დასაბანი საშუალება კვირაში მხოლოდ ერთხელ უნდა გამოიყენოთ. ასარგებლეთ ჰაერის აბაზანებითაც.
თავის უცნაური ფორმა
შეიძლება უცნაური ფორმა ჰქონდეს, წაგრძელებული ან ოდნავ წაწვეტებული. ეს სამშობიარო გზების ბრალია. თავის ქალის ძვლები ჯერ რბილია და ზეწოლის გამო ფორმას იცვლიან.
ულამაზო სახე
ხშირად დასიებული თვალებით, ბრტყელი ცხვირით, გამონაყარით და წითელი ლაქებით იბადებიან. რამდენიმე დღეში ყველაფერი გამოსწორდება, არ ინერვიულოთ.
წითელი ლაქები ტანზე
სამედიცინო ენაზე ამას ტელეანგიოეკტაზია ჰქვია და ერთი წლითვის თავისით გაივლის.
მკერდიდან რძე სდის
ყველას არ ემართება, მაგრამ მაინც ხშირი შემთხვევაა. ეს დედის ჰორმონების გავლენაა. გოგონებს საშოდან სისხლნარევი გამონადენიც შეიძლება ჰქონდეს. ეს ყველაფერი 10 დღეში გაივლის.
არ იღიმის
ღიმილს მეორე თვიდან ისწავლის, უფრო ზუსტად - მე-6 კვირიდან. როგორც წესი, ნაცნობი სახის დანახვისას იღიმის.