ყველა მშობელი ყველაზე ხშირად სვამს შეკითხვას - როდის გაუვლის? ყველა მშობელი ყველაზე ხშირად სვამს შეკითხვას - როდის გაუვლის?
როდესაც ახალი ადამიანი ევლინება ქვეყანას, მას სჭირდება დრო ადაპტაციისთვის იმ სამყაროში, რომელშიც მოხვდა.
სიყვითლე
პირველი თვის განმავლობაში უნდა ალაგდეს სიყვითლე. კვებეთ ბავშვი დედის რძით, ასეირნეთ მზეზე. თუ საჭირო იქნება, ექიმი დაუნიშნავს ჰეპატოპროტექტორს (გახსენით რძეში). წყალი არ დაალევინოთ.
ჭიპლარი
როგორც წესი, ის მე-4-მე-5 დღეს ძვრება. საბოლოო შეხორცება ხდება პირველი თვის ბოლოს.
თვალების შეშუპება
მშობიარობის შემდეგ 2-3 დღის განმავლობაში პატარას თვალის უპეები შესიებული აქვს, რაც თავისით გაუვლის. თუ აქვს გამონადენი - გაუწმინდეთ თვალები გვირილის ნაყენით. თუ ჩირქიანი გამონადენია - მიმართეთ ოფთალმოლოგს.
ცემინება
პატარა აცემინებს იმიტომ, რომ გამოისუფთაოს ცხვირი რძისაგან, რომელიც ჭამის დროს მოხვდა. როგორც კი დაიწყებს გადაბრუნებას, ყველაფერი გაივლის.
ღინღლი მხრებზე
ახალშობილებს ხშირად აქვთ ღინღლი მხრებსა და ბეჭებზე. ნუ იღელვებთ, ეს სავსებით ნორმალურია და თანდათან მოშორდება.
აირების წარმოქმნა
ახალშობილის საჭმლის მომნელებელი სისტემის ჩამოყალიბებას თან ახლავს აირების (გაზების) წარმოქმნა და ტკივილი მუცლის არეში. ეს მოვლენები იკლებს 6-8 კვირის შემდეგ, ხოლო 3 თვის ასაკში - თითქმის მთლიანად ქრება.