როგორ უნდა გაუკეთოთ ბავშვს მასაჟი - პრაქტიკული სავარჯიშოები
როგორ უნდა გაუკეთოთ ბავშვს მასაჟი - პრაქტიკული სავარჯიშოები
ბავშვისთვის მასაჟის გაკეთება 6 თვიდან უკვე შესაძლებელია. ხელების მსუბუქი გადასმა ბავშვს ამშვიდებს, კუნთებს ადუნებს და გაღიზიანებას ხსნის.
მასაჟი ტანიდან ხელ-ფეხის მიმართულებით მომადუნებლად მოქმედებს, კიდურებიდან გულ-მკერდის მიმართულებით კი პირიქით - ააქტიურებს. მასაჟის დროს აუცილებლად დააკვირდით ბავშვის რეაქციას. თუ ატყობთ, რომ პატარა უკმაყოფილებას გამოხატავს, მასაჟი შეწყვიტეთ.
მასაჟის პირველი დღისთვის განსაკუთრებით იზრუნეთ, რომ ბავშვს მყუდრო გარემო შეუქმნათ - სითბო, მოხერხებული საწოლი და სიმშვიდე. ხელისგულებზე რამდენიმე წვეთი საბავშვო ზეთი დაისხით და შეუდექით მასაჟს.

1. როგორც კი ხელებს შეახებთ და მოძრაობებს დაიწყებთ, მაშინვე მიხვდებით, თანახმაა
თუ არა პატარა ამ ტაქტილიურ კონტაქტზე.
2. ასწიეთ ბავშვის ფეხი და ხელი კოჭის მიდამოში მოკიდეთ. მეორე ხელის მტევანი კი წრიულად ჩაავლეთ და დაიწყეთ ხელი სმა ზევიდან ქვევით. რამდენიმე გადასმის შემდეგ იგივე მეორე ფეხზეც გაიმეორეთ.
mshoblebi
3. ტერფების მასაჟი
ფეხისგულზე ცერა თითი უსვით ქუსლიდან თითების მიმართულებით. შემდეგ ყველა თითი წრიული მოძრაობით დაუზილეთ.
mshoblebi
4. მუცლის მასაჟი
ნაზი "დაუთოვების" პრინციპით ხელები გულმკერდიდან მუცლის მიმართულებით უსვით, ოღონდ ისე, ერთ ხელს რომ აიღებთ, მეორე მუცელზე რჩებოდეს - ასე ბავშვთან კონტაქტს ინარჩუნებთ.
ერთი ხელი მენჯზე დაადეთ, მეორე ხელის თითებით კი მუცლის რბილ ნაწილზე "უკაკუნეთ", სასურველია, რაიმე საბავშვო სიმღერის რიტმს ააყოლოთ.
mshoblebi
5. მკერდის მასაჟი
ხელის ნაზი მოძრაობით მკერდზე გული "დაახატეთ". იწყებთ მკერდის ცენტრალური
ნაწილიდან და ამთავრებთ ფერდთან. ფორმას რომ "მოხაზავთ", თითებით უკუმოძრაობაც გააკეთეთ.
mshoblebi
6. ხელების და ხელისგულების მასაჟი
მოკიდეთ ხელი მაჯაზე და მეორე ხელით მხრიდან მაჯამდე უსვით. შემდეგ ხელები შეცვალეთ.
გაუხსენით ხელისგული და ცერით მსუბუქად დაუზილეთ მაჯიდან თითების მიმართულებით.
გაუსწორეთ თითები და თითოეული თითი დაუზილეთ ძირიდან წვერამდე.
mshoblebi
7. ზურგის მასაჟი
ერთდროულად ორივე ხელით უზილავთ ზურგს. შემდეგ ერთი ხელი დუნდულებზე დაადეთ, მეორე ხელით განივი მოძრაობები გააკეთეთ.
mshoblebi
8. თავის მასაჟი
დაიკავეთ ბავშვის თავი და გადაუსვით ხელი შუიდან ნიკაპის მიმართულებით, შუბლიდან ლოყების მიმართულებით.
ცერა თითები გაუსვით ზედა ტუჩზე - შუიდან ტუჩის კუთხეებისკენ. იგივე მოძრაობა გაიმეორეთ ქვედა ტუჩის შემთხვევაშიც.

mshoblebi

სჭირდება თუ არა მასაჟი ერთი წლის ბავშვს - პრაქტიკული რჩევები



mshoblebi

უნიკალური მასაჟი ბავშვის დასამშვიდებლად
16608
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
1
მუცლის მასაჟი მაინტერესებს
13:28 / 05-12-2018
mariami
0
სანამ სხვას "უვიცოდ" მოიხსენიებთ, იქნებ საკუთარ თავს მიხედოთ.
17:06 / 04-05-2015
მსგავსი სიახლეები