- ქალასშიდა წნევა შეიძლება არტერიულს შევადაროთ. იგი ყველა ადამიანს აქვს და დროდადრო მცირე ხნით იმატებს კიდეც, თანაც სავსებით ბუნებრივი მიზეზით: დეფეკაციის, ტირილის ან ფსიქოემოციური სტრესის შედეგად, თქვენ წარმოიდგინეთ, ძუძუს წოვის დროსაც კი - ჩვილისთვის ეს სერიოზული ფიზიკური დატვირთვაა. წნევის ასეთი ხანმოკლე მომატება, რა თქმა უნდა, პათოლოგია არ არის და არც სპეციალურ მკურნალობას საჭიროებს.
- რა
- ქალასშიდა წნევის პათოლოგიურ მომატებას სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს. ჩვილ ასაკში ის შეიძლება თავის ტვინის განვითარების მანკს, სიმსივნეს, ქალას ძვლების ნაადრევ შეხორცებას (ყიფლიბანდის დროზე ადრე დახურვას) უკავშირდებოდეს. წნევა იმატებს თავის ტვინისა და მისი გარსების ანთებითი დაავადებების (მენინგიტის, ენცეფალიტის, მენინგოენცეფალიტის) ტრავმის შედეგადაც. ამრიგად, ქალასშიდა წნევის მომატება სიმპტომია და არა დაავადება. გასარკვევი ის არის, რომელი პათოლოგიის მაუწყებელია ეს ნიშანი.
- როდის და როგორ იზომება წნევა?
- ქალასშიდა წნევის მომატებაზე მრავალი სიმპტომი მიუთითებს, მაგრამ დიაგნოზის დასაზუსტებლად და პათოლოგიის მიზეზის დასადგენად აუცილებელია გამოკვლევების ჩატარება. ჩვილ ბავშვებს თავის ქალას ულტრაბგერით გამოკვლევას - ნეიროსონოსკოპიას უტარებენ, მაგრამ მისი ჩატარება მხოლოდ მანამდეა შესაძლებელი, ვიდრე დიდი ყიფლიბანდი დაიხურება. უფრო მოზრდილებისთვის
- რა ჩივილები აქვს პატარას?
- ქალასშიდა წნევის მომატება სხვადასხვა ასაკის ბავშვებში შეიძლება სრულიად სხვადასხვა ნიშნით გამოვლინდეს, მაგრამ თითოეული ეს სიმპტომი მაინც მეტად დამახასიათებელია ამ დაავადებისთვის. ჩვილებს, წესისამებრ, აღენიშნებათ თავის გარშემოწერილობის მეტისმეტად სწრაფი ზრდა, თვალის კაკლების გადმოკარკვლა და ჩამავალი მზის სინდრომი, როცა თავის დახრისა და უკან გადაწევის დროს თვალის კაკლები თვალბუდეში მზესავით ჩაესვენება, ასევე - პერიოდული ღებინება და ხშირი ამოქაფება, დიდი ყიფლიბანდის ამობურცვა, დაჭიმვა, ქალას ნაკერების დახსნა, სიელმე. უფროსი ასაკის ბავშვებს ხშირად აქვთ ღებინება, შეუპოვარი თავის ტკივილი, ახასიათებთ განწყობის სწრაფი და თითქოს უმიზეზო ცვალებადობა, შეფერხებული აქვთ გონებრივი განვითარება, ეცვლებათ მოძრაობითი უნარ-ჩვევები, უჩნდებათ კრუნჩხვისადმი მიდრეკილება, სიელმე.
- როგორ ვუშველოთ პატარას?
- როგორც კი შეამჩნევთ, რომ პატარას ისეთი ჩივილები აქვს, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ნევროპათოლოგს. ბავშვებს უტარდებათ თერაპია, რომელიც თავის ტვინის სისხლის მიმოქცევასა და კვებას აუმჯობესებს. აუცილებლობისას ინიშნება დამამშვიდებელი მედიკამენტები, ვიტამინები.
მკურნალობა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. მოგეხსენებათ, სხვადასხვა ბავშვს დაავადება სხვადასხვაგვარად უვლინდება. ხშირად ინიშნება მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა, რეფლექსოთერაპია, ფიზიოთერაპიული პროცედურები - ლაზერი, ელექტროფორეზი. კარგი თერაპიული ეფექტი აქვს ნევროპათოლოგისა და ფსიქოლოგის (ან ნეიროფსიქოლოგის) ერთობლივ მუშაობას.
პატარა პაციენტებს განსაკუთრებით სჭირდებათ გარშემო მყოფთა სითბო, ყურადღება და მზრუნველობა. ეს უმნიშვნელოვანესი პირობა გახლავთ, რომლის გარეშეც საეჭვოა, მკურნალობამ შედეგი გამოიღოს.
იხილეთ სრულად