ადამიანებს სულ სხვადასხვა ვერსია ჰქონდათ, თუ ვინ და რატომ მოათავსა პატარა იქ ბავშვის ფოტომ, რომელიც რატომღაც პლასტიკატის მილშია მოთავსებული, ამ დღეებში სოციალური ქსელის მომხმარებლების აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ადამიანებს სულ სხვადასხვა ვერსია ჰქონდათ, თუ ვინ და რატომ მოათავსა პატარა იქ. ახსნა კი საკმაოდ პროზაული აღმოჩნდა.
თავდაპირველად ფოტო ინტერნეტის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, ვინმე ბრეტსტარმა გამოაქვეყნა, რომელმაც ეს ფოტო "სასაცილოდ" მიიჩნია. მან აღწერა, რომ სამი წელი იტანჯებოდა იმაზე ფიქრით, თუ რას ემსახურებოდა უცნაური მოწყობილობა, რომელიც რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის განყოფილებაში უნახავს – თურმე იქ დამლაგებლად მუშაობდა. მოგვიანებით ნანახი ეს ფოტო კი დაეხმარა ამოცანის ამოხსნაში.
ამოცანა მარტივად ამოიხსნა. უჩვეულო მოწყობილობა, რომელშიც ჩვილია მოთავსებული, იმისთვის არის, რომ რენტგენოგრაფიის დროს პატარა ბავშვის სხეულის ფიქსაცია მოხდეს. ამ მოწყობილობას Pigg O Stat ჰქვია და პედიატრიაში ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან იყენებენ. ის აქტიურად გამოიყენება უცხოეთში და ამბობენ, რომ ბავშვი აღარ მოძრაობს და სურათსაც ზუსტს იღებენ.
ჩვენში ჯერჯერობით ძველებურ მეთოდებს იყენებენ – სპეციალურ ქამრებიან სადგამს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ბავშვმა ხელ-ფეხი არ იქნიოს და არ იმოძრაოს.