რაც უფრო ნაკლები მასა აქვს ახალშობილს ან დღენაკლულია, მით უფრო უჭირს სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება ახალშობილისთვის 37,2 გრადუსი ტემპერატურა საშიში არ არის. დედის მუცელში ის უფრო თბილად იყო, ამიტომ ტემპერატურის მომატება 36,6 გრადუსზე მეტად, თუნდაც 0,6 ერთეულით, მისთვის დასაშვებია.
დაბადებიდან ერთი საათის შემდეგ ტემპერატურა იკლებს. თერმორეგულაცია ჯერ მოუწესრიგებელია, სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება 36,6 გრადუსზე, როცა გარემოს ტემპერატურა 23-24 გრადუსია, ახალშობილისთვის იოლი არ არის.
რაც უფრო ნაკლები მასა აქვს ახალშობილს ან დღენაკლულია, მით უფრო უჭირს სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება. ამიტომაც სჭირდება მას სპეციალური ტემპერატურული რეჟიმი, ზოგ შემთხვევაში კი კიუვეზში (მოწყობილობა, სადაც ხელოვნურადაა შენარჩუნებული ტემპერატურის, ტენიანობისა და ჟანგბადის განსაზღვრული რეჟიმი) მოთავსება.
ჯანმრთელი ახალშობილის ტემპერატურა 12-24 საათის შემდეგ 37 გრადუსს უახლოვდება. ეს პათოლოგია არ არის.
პირველ დღეებში ახალშობილს დღეში 2-3-ჯერ გაუზომეთ სიცხე. ასევე მაშინაც, თუ ჩვილი გაციებულია, აქვს ნაწლავური ინფექცია ან კბილები ამოსდის.
წლამდე ასაკის ბავშვები 38 გრადუს სიცხეს იოლად იტანენ, ხშირად ვერც შეამჩნევთ, რომ ტემპერატურა აქვთ მომატებული.
ჩვილის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა ინტენსიურად მიმდინარეობს, ამდენად, სითბოსაც მეტს გამოიმუშავებს.
გახსოვდეთ: 38 გრადუსამდე ჩვილს სიცხის დამწევ საშუალებას არ ვაძლევთ. თუ ტემპერატურა 24 საათის განმავლობაში არ ჩადგა ნორმაში, ასცდა 38 გრადუსს ან, პირიქით, 36-ზე მეტად დაეცა, საჭიროა პედიატრის კონსულტაცია. გაგრძელება