ბიჭების შემთხვევაში ეს გენები ნაკლებ აქტიური ყოფილა მეცნიერების აღმოჩენა მართლაც საყურადღებოა. პლაცენტა, რომელშიც მდედრობითი სქესის ნაყოფი ვითარდება, უფრო მყარი და უსაფრთხო ყოფილა.
ავსტრალიელმა მეცნიერებმა პლაცენტის ფუნქცია შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ის ერთნაირ დაცვას სულაც არ უზრუნველყოფს მდედრობითი და მამრობითი სქესის ნაყოფისთვის. ამით ახსნეს მეცნიერებმა გოგონების მეტი სიცოცხლისუნარიანობის ფენომენი: საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ახალშობილი ბიჭების სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, მდედრობითი სქესის ახალშობილთა შორის ლეტალური გამოსავლის ოდენობაზე.
პლაცენტის სტრუქტურაში შემავალი 140 გენი გაცილებით აქტიურია, როცა მასში გოგონაა მოთავსებული, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს იმუნურ სისტემას, იცავს ინფექციებისგან და ხელს უწყობს ნაყოფის სწორ განვითარებას. ბიჭების შემთხვევაში ეს გენები ნაკლებ აქტიური ყოფილა.