უნდა გადაპარსოთ თუ არა ერთი წლის ბავშვს თმა?
უნდა გადაპარსოთ თუ არა ერთი წლის ბავშვს თმა?
ძალიან გავრცელებულია მოსაზრება, რომ ერთი წლის ბავშვს ე.წ. მუცლის თმა უნდა გადაპარსონ. ასე იქცეოდნენ ძველად და ბევრი ახლაც იცავს ამ წესს. ზოგი ამას იმიტომ აკეთებს, რომ ბავშვს უფრო ჯანსაღი და სქელი თმა ამოუვიდეს, ზოგი კი უბრალოდ, ”ჩვეულების” გამო.
სინამდვილეში, ეს არც ისე მართებული მოსაზრებაა. თმა ფოლიკულებიდან იზრდება, რომლებიც თავის კანის ზედაპირის ქვეშ მდებარეობს. რასაც ჩვენ უკვე გაზრდილ თმას ვუშვრებით, არანაირად არ აისახება ფოლიკულებში თმის ფორმირებაზე.
ანუ როგორც სპეციალისტები ამბობენ, არანაირი
ფიზიოლოგიური საფუძველი არ აქვს თმის გადაპარსვას, არც თმის ზრდას აუმჯობესებს - ეს პროცესი გენეტიკურად არის დაპროგრამებული და თავისი ვადები აქვს.
ჩვეულებრივ, ერთი წლის მერე ბავშვს ისედაც უფრო აქტიურად ეზრდება თმა და უსქელდება კიდეც, ამიტომ არის, რომ გადაპარსვის მერე უფრო შესამჩნევიც ხდება. თუმცა გადაპარსავთ თუ არა, თმა მაინც ერთნაირად გაიზრდება.
როგორც ამბობენ, ძველად თმის გადაპარსვის ტრადიცია ჰიგიენისა და სხვა ფაქტორების გამოც იყო აქტუალური. გადაპარსული თმის მოვლაც ადვილი იყო და მას მკბენარებიც არ ესეოდნენ. დღეს მსგავსი პრობლემები არ არსებობს, ამიტომ, არ არის სავალდებულო, პატარას თმა გადაპარსოთ და მერე ელოდოთ, რომ მეტი თმა ამოუვა - ეს ისედაც მოხდება.
53568
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
ნინი
0
ჩემი შვილი 1 წლის და 3 თვისაა თმა საერთოდ არააქვს უნდა ვნერვიულობდე?
21:49 / 06-12-2019
თამუნა
0
გამარჯობათ, 11თმის პატარას საერთოდ არ ეზრდება თმა, თუ შეგიძლიათ მითხრათ რა შეიძლება იყოს მიზეზი და ვის მივმართო?
22:42 / 24-11-2019
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?