შეიძლება თუ არა ახალშობილისათვის მუცელზე ძილი? - დადებითი და უარყოფითი მხარეები
შეიძლება თუ არა ახალშობილისათვის მუცელზე ძილი? - დადებითი და უარყოფითი მხარეები
თქვენი პატარა კარგად იკვებება და თავისი პატარა ცხვირი ჩარგული აქვს ბალიშში. თქვენ კი, ისევე როგორც სხვა თქვენნარი მზრუნველი მშობელი, ინტერნეტში ეძებთ კითხვაზე პასუხს, რა და როგორ? ბებიები და დეიდები თავიანთ რჩევებს გაძლევენ: ”არ შეიძლება ასეთი პატარა ბავშვისთვის მუცელზე წოლა, შეიძლება გაიგუდოს” ...თუ თქვენც გაწუხებთ მსგავსი კითხევები, შევეცადოთ ერთად გავერკვეთ, შეიძლება თუ არა ახალშობილის მუცელზე წოლა?

მუცელზე ძილი - უარყოფითი მხარეები
გასული საუკუნის 90-იან წლებში ამერიკელ ექიმებში დამკვიდრდა ტერმინი „ახალშობილის მოულოდნელი
სიკვდილის სინდრომი“. ამ დროს სუნთქვა სპონტანურად ჩერდება. ერთ- ერთ შესაძლო მიზეზად დასახელებული იყო ახალშობილის მუცელზე წოლა, როდესაც ბავშვს ცხვირი ჩარგული აქვს ბალიშში, დამოუკიდებლად ვერ ატრიალებს თავს და უჭირს სუნთქვა.
სუნთქვის უნარ-ჩვევა ამ ასაკში ცუდად არის განვითარებული, ცხვირის ნესტოები კი პატარაა. ასევე სუნთქვა შეიძლება გაართულოს ცხვირში ლორწოს არსებობამ. ფაქტი, რომ ეს უეცარი სიკვდილის სინდრომი პირდაპირ კავშირშია მუცელზე ძილთან, არ არის დამტკიცებული, მაგრამ გამოცდილი პედიატრები გვირჩევენ - გამოვიჩინოთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, როდესაც პატარა მიცელზე წევს და არც დიდხანს დავტოვოთ ასე და ხშირად შევამოწმოთ.

კიდევ ერთი უარყოფითი არგუმენტი - ბავშვი
შეიძლება პირღებინება, დაახრჩოს. ხშირად კვების შემდეგ ბავშვი აღებინებს. ბევრი მშობელი დარწმუნებულია, რომ ამ დროს ბავშვი შეიძლება დაიხრჩოს თუ მუცელზე იწვება. ეს შეხედულება არ არის სწორი. უფრო საშიშია ამ დრო ზურგზე წოლა. ღებინების დროს ამონაღები მასა შეიძლება მოხვდეს სასუნთქ გზებში, ახალშობილს განუვითარდეს ასპირაციული პნევმონია, რაც საკმაოდ რთული სამკურნალოა.

კიდევ ერთი არგუმენტი - მუცელზე ძილის დროს ხდება გულმკერდზე ზეწოლა და ბავშვს უჭირს სუნთქვა. ეს შეხედულებაც მცდარია. ბავშვი ამ დროს სუნთქავს თანაბრად და მშვიდად. თუ რაიმე გაღელვებთ, გაესაუბრეთ თქვენს მკურნალ პედიატრს.

მუცელზე ძილი - დადებითი მხარეები

სწორედ ასეთ პოზაში ბავშვს უფრო უადვილდება გაზებისგან გათავისუფლება, ხდება მუცლის მსუბუქი მასაჟი და მცირდება ნაწლავური კოლიკა.

ბავშვს ამგვარი ძილის დროს ხელები მჭიდროდ მიდებული, ნაკლებად ამოძრავებს და ძილიც შესაბამისად - მშვიდი აქვს.

როდესაც მუცელზე წევს და უკანა ნაწილი მაღლა აქვს აწეული, მაქსიმალურად მცირდება ზეწოლა თეძო-წელის მიდამოებში და კლებულებს მათი დეფორმაციის რისკი.

სწორედ ამ პოზაში ძილის დროს არის ნაკლები შანსი, რომ პირღებინების დროს დაიხრჩოს.

თქვენს პატარას მოსწონს მუცელზე წოლა, ის მშვიდადაა, სუნთქვა თანაბარი აქვს, არ იქნევს ძილის დროს ხელებსა და ფეხებს? მას ტკბილად სძინავს - ე.ი. ის კომფორტულად გრძნობს თავს. დაივიწყეთ შიში და გაზარდეთ ჯანმრთელი შვილები!

ახალშობილის ძილი - უსაფრთხოების წესები
სიცოცხლის პირველ თვეებში მშობელმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, როგორ დააწვინოს თავისი შვილი ძილის დროს. ყველა პოზას ახლავს გარკვეული საფრთხე. გახსოვდეთ, რომ გვერდზე წოლის დროს ხდება მენჯ-ბარძაყის სახსარზე ზეწოლა და შეიძლება განვითარდეს დისპლაზია. თუ დააწვენთ ზურგზე, შეიძლება განვითარდეს თავის დეფორმაცია და ასპირაციის დროს მასების სასუნთქ სისტემაში მოხვედრა. მუცელზე ძილმა შეიძლება სუნთქვის გაჩერება გამოიწვიოს. ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია, უბრალოდ საჭიროა რეკომენდაციების გათვალისწინება:

სწორად უნდა მოახდინოთ საძილე ადგილის ორგანიზება. გამოიყენეთ მკვრივი ლეიბი და ბალიშზე უარი თქვით. დიახ, წლამდე ბავშვებს ბალიში არ სჭირდება. ძილის დროს ახალშობილს გადაუტრიალეთ თავი ხან ერთ, ხან მეორე მხარეს.

თუ მაინც შიში და მოუსვენრობა გაწუხებთ, დააწვინეთ ბავშვი გვერდზე, მუცელთან და ზურგთან დაუდეთ რბილი რგოლი. ბავშვის მდებარეობა იქნება დაფიქსირებული, ხოლო სუნთქვა - თავისუფალი. დღე ხშირად დააწვინეთ მუცელზე. ძალიან მალე შეამჩნევთ, თქვენს პატარას როგორ გაუმაგრდა მხრის, ზურგისა და მუცლის კუნთები. თანატოლებთან შედარებით თქვენი პატარა თავს ადრე დაიჭერს, ისწავლის გადაბრუნებასა და ხოხვას.

კვების  შემდეგ ბავშვი დაიჭირეთ ვერტიკალურად, რათა ჭამის დროს საკვებთან ერთად ჩაყლაპული ჰაერისაგან ადვილად გათავისუფლდეს და ძილის დროს არ ამოაღებინოს.

გულმოდგინედ გაუსუფთავეთ ცხვირის ღრუები, შეინარჩუნეთ ოთახში ოპტიმალური მიკროკლიმატი ( 23°С სუფთა და დატენიანებული ჰაერი).

ზურგზე ან გვერდზე წოლის დროს ხშირად უცვალეთ მხარეები. ამით თავიდან აიცილებთ თავის ქალის დეფორმაციას.

სულ მალე თქვენი პატარა გაიზრდება და თვითონ აირჩევს სასურველ მდგომარეობას ძილის დროს. როგორც არ უნდა დააწვინოთ, ის მაინც დაიძინებს იმ პოზაში, რომელიც მისთვის კომფორტული იქნება. მაშ მიეცით არჩევანის უფლება!

რეკომენდაცია: 1 თვემდე უკეთესია, თუ ახალშობილს დააწვენთ გვერდზე (მონაცვლეობით), ხოლო შემდგომ - მუცელზე. უფროსებმა კი გააკონტროლეთ ძილის დროს პატარის უსაფრთხოების პირობები. ფერად სიზმრებს გისურვებთ, პატარებო!

მოამზადა სალომე გორგოშიძემ
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4

§ Именно в такой позе у ребенка легче отходят газы, происходит самомассаж животика, уменьшаются кишечные колики.

§ Ручки малыша упираются в матрасик, он не делает ими непроизвольных движений, меньше вздрагивает во сне.

§ Сон кверху попой максимально уменьшает давление на тазобедренные суставы, и еще тонкие косточки черепа. Уменьшается риск их деформации.

§ В позе эмбриона (голова ребенка опущена, таз приподнят, ручки и ножки поджаты под себя (см фото выше)) кровь быстро поступает к головному мозгу.

§ Именно в такой позе у младенца меньше всего шансов захлебнуться от срыгивания.

Вашему малышу нравится спать на животике, он спокоен, ровно дышит, не дрыгает ножками. Ребенок сладко спит, значит ему хорошо и комфортно. Отбросьте предрассудки и страхи в сторону — растите здоровыми и счастливыми!

18442
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
ნინო
0
ერთი თვის მყავს პატარა,ორი კვირიდან მუცელზე წევს,თავს თვითონ აბრუნებს ხან ერთ მხარეს ხან მეორე მხარეს,თუ არაკომფორრულად იგრძნო თავი ტირილს იწყებს მაშინვე
19:31 / 12-01-2018
lela
0
ჩემი პატარა 2 თვისაც არაა ჯერ,,და თავს და ფეხებიტ უკან რკალს აკთებს,მოკლედ რომ ვთქვა ირკალება ზალიან... ძალიან მეშინია და რავქნა რით გამოვასწორო....
15:16 / 13-08-2016
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?