როცა ბავშვი დაბლენდერებულ საკვებს ეჩვევა - რისთვის არის ეს ცუდი და რით დავეხმაროთ?
როცა ბავშვი დაბლენდერებულ საკვებს ეჩვევა - რისთვის არის ეს ცუდი და რით დავეხმაროთ?
გარკვეულ ასაკამდე, რასაკვირველია, საუკეთესო გამოსავალი და დიდი კომფორტია პატარისთვის ფაფებისა და სუფების დაბლენდერება, რომ არ გადასცდეს და დაღეჭვა არ გაუჭირდეს. თუმცა როცა ბავშვს კბილები ამოსდის და მყარ საკვებზე გადასვლის დრო მოდის, ბევრ დედას უჭირს მისი გადაყვანა დაუბლენდერებელ კერძებზე. ბავშვი იმდენად მიჩვეულია თხევად საკვებს, რომ საჭმლის პატარ-პატარა ნაწილაკებიც კი რომ ხვდება პირში, გულს ირევს და უარს ამბობს ჭამაზე. ხშირად წლისა და ამაზე უფროს პატარებსაც კი აქვთ ეს პრობლემა.
როგორც პედიატრები ამბობენ,
8-9 თვის ასაკში უკვე რეკომენდებული აღარ არის დაბლენდერებული საკვების მიცემა, უნდა ეცადოთ, რომ თანდათან მიაჩვიოთ დაუბლენდერებელი საკვების მიღებას. დამოუკიდებლად ჭამისთვის სამზადისი ჯერ კიდევ 6 თვის ასაკში იწყება, როცა ბავშვს პურის ან ორცხობილის ნატეხს აწვდით. თანდათანობით, მცირე ულუფებით უნდა გაუსქელოთ საკვები. თორემ გამუდმებით მხოლოდ ფაფისებრი კონსისტენციის საკვების მიღებას საკმაო პრობლემა მოჰყვება - ამან შეიძლება შეაფერხოს ყბა-სახის აპარატის განვითარება, რაც გამოიწვევს თანკბილვისა და მეტყველების დარღვევას, ბავშვს გაუჭირდება თანხმოვნების წარმოთქმა.
აუცილებლად თანდათან მიაჩვიოთ ღეჭვას. თუ პატარას რამდენიმე კბილი აქვს ამოსული, შეგიძლიათ მისცეთ ჩანგლით ჩაჭყლეტილი მოხ
არშული ბოსტნეული, გამომშრალი პურის ან ორცხობილის ნაჭერი. როცა კბილების რაოდენობა 6-8-ს მიაღწევს, შეგიძლიათ მისცეთ სტაფილოს, ვაშლის ნაჭერი, მაგრამ ყოველთვის იყავით ყურადღებით, რომ არ გადასცდეს. მიეცით ხელში პურის ან ორცხობილის ნაჭერი. დროთა განმავლობაში ბავშვი მიეჩვევა მკვრივი საკვების მიღებას. ელაპარაკეთ, მას უკვე ბევრი რამ ესმის. ხშირად შეაქეთ, როცა თავისით შეჭამს რაღაცას. დააჭერინეთ კოვზი, გაუხარდება და მეტი ენთუზიაზმით შეჭამს. არა უშავს, თუ დაისვრება, ჯობს ხშირად რეცხოთ წინსაფრები, ვიდრე ბავშვს სხვა პრობლემები შეექმნას.
12878
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
nino
0
ჩემი ბავშვი 4 თვიდან კოვზით ჭამს
15:02 / 12-12-2016
nnnn
0
ნელ ნელა უნდა მიაჩვიოთ ჩანგლით ჩაჭყლეტილ საჭმელს თამაშ თამაშით თავიდან და მერე მიეჩვევა
19:16 / 27-08-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?