1. ბავშვის კოსმეტიკა გონივრულად გამოიყენეთ
საბავშვო კრემი, პუდრა, სველი ხელსახოცები, ანტიბაქტერიული საპონი - მზრუნველი დედა ყველა ამ საშუალებით გულმოდგინედ ამუშავებს ბავშვის კანს. თუ ბავშვს კანის რაიმე პრობლემა ან დიათეზი არ აწუხებს, სპეციალური კოსმეტიკა ასაერთოდ არ სჭირდება. ყოველდღიური ბანაობა და ჰაერის აბაზანები საკმარისია მისი კანისთვის. თვეების ბავშვს ზედმეტად ნუ დაამუშავებთ კრემებითა და საცხებით, მით უმეტეს, თუ შემდეგ პამპერსი უნდა
2. საბავშვო კრემი მაცივარში უნდა ინახებოდეს
ქვედა თაროზე ან დახურულ პატარა კამერაში, რომელიც თანამედროვე მაცივრებში მედიკამენტებისთვისაა გამოყოფილი. ასე ყოველთვის უკეთ შეინახავთ კოსმეტიკურ საშუალებებს, რომლებიც ძირითადად ცხიმზეა დამზადებული. დაბალ ტემპერატურაზე საცხი არ კარგავს სასარგებლო თვისებებს მთელის წლის განმავლობაში, ხოლო როცა აბაზანაში ან კარადაში ინახავთ, მისი ვარგისიანობა 5 თვეს თუ გასტანს. ზაფხულში კიდევ უფრო სწარაფად ეწურება გამოყენების ვადა. თუ მზეზე მოხვდა, მალე გადასაგდებიც გახდება.
3. მარილი თვალის ზომით არ გამოიყენოთ
მარილის გარეშე ორგანიზმს შეიძლება ნივთიერებათა ცვლის პრობლემა შეექმნას. ამიტომ მარილი ბავშვისთვისაც საჭიროა, თუმცა ცნებები "თვალის ზომით" და "გემოვნებით" ყველა დედისთვის მარილის სხვადასხვა რაოდენობას მოიცავს.
4. არ დაუშვათ ბავშვის ოფლიანობა
როცა ბავშვს ცხვირი ოფლის წვეთებით ენამება ან ამინდის შესაფერისად ჩაცმის მუხედავად, პერანგი უსველდება, აუცილებლად ექიმს უნდა აჩვენოთ და ოფლიანობის მიზეზი დაადგინოთ. ჯანმრთელი ჩვილი არ უნდა ოფლიანობდეს.