რა წესები აქვს "გადაყენებას" და როგორ უნდა გადააჩვიოთ ბავშვი საფენს
რა წესები აქვს "გადაყენებას"  და როგორ უნდა გადააჩვიოთ ბავშვი საფენს
ბავშვი საფენს რაც შეიძლება მალე უნდა გადაეჩვიოს. რაც უფრო სწრაფად დაიწყებს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების კონტროლს, მით უკეთესი. გადაჩვევა იმას არ ნიშნავს, რომ უბრალოდ აღარ ჩააცვათ, სამაგიეროდ ჩასველებული სამოსი რეცხოთ მთელი დღის განმავლობაში. გადაჩვევა ე.წ. გადაყენებას გულისხმობს.
გადაყენებისთვის ნუ დაელოდებით დროს, როცა ბავშვი დამოუკიდებლად ჯდომას ისწავლის. სანამ ქოთანზე დაჯდება, გადასაყენებლად ტაშტი გამოიყენეთ. ამ დროს პატარა რაც შეიძლება მოხერხებულად უნდა გეკავოთ.
გადაყენების პროცესი ბავშვის ბუნებრივი აღზრდის ნაწილია. ამით იცლება შარდის ბუშტი და სწორი ნაწლავი. გაითვალისწინეთ - გადაყენება ქოთანზე მიჩვევა არ არის. ეს ორი
სხვადასხვა რამაა.
როგორ შეუძლია დედას ბავშვს დაეხმაროს? მარტივად - მთავარია, მოხერხებულად დაიკავოს და "ფისი-ფისის" თქმით რეფლექსი გამოუმუშაოს. ერთსა და იმავე პოზაში ერთსა და იმავეს რომ გაუმეორებთ, ბავშვი კარგად მიხვდება, რას ელიან მისგან.
სხვათა შორის, გადაყენება ბავშვს აკაჟებს. დღის განმავლობაში რამდენჯერმე გახდა და ქვედა ნაწილის მოშიშვლება თანდათან აჩვევს ტემპერატურის ცვლილებას.
გადაყენება მხოლოდ საფენების ეკონომია არ გახლავთ. მას ბევრი პლუსი აქვს - გაათავისუფლოს ბავშვი "მოხუთული" საფენისგან, ბუნებრივად მოასაქმებინოს და ბუნებრივი ინსტინქტები დროულად ჩამოუყალიბოს. ასევე კარგი საშუალებაა დედა-შვილის ფიზიკური კონტაქტისთვის.

ნახეთ საფენქვეშა (ე.წ. პამპერსების ქვეშ) ადგილების გასაწმენდი სპეციალური, ფრანგული წარმოების  ხელსახოცი

გადაყენების წესები:
1. გადააყენეთ ბავშვი ყოველი ძილის შემდეგ იმის
მიუხედავად, ჩასველებულმა გაიღვიძა თუ მშრალმა.
2. გადააყენეთ თუ მოუსვენრობა შეატყვეთ. თანდათან მიხვდებით, რა სახის მოუსვენრობა აწუხებს, როცა მოსაქმება უნდა.
3. გადააყენეთ გასეირნების წინ.
4. ნუ ელით, რომ ბავშვი მაშინვე მოშარდავს, როგორც კი გადააყენებთ. დააცადეთ 3-5 წუთი მაინც.
5. თუ გადაყენებას "დანერგავთ", სისტემატურად გააკეთეთ ეს. ერთ დღეს 10-ჯერ გადააყენოთ და მეორე დღეს არც ერთხელ, ამას აზრი არ ექნება.


დღისით შეიძლება ადვილად მიაღწიოთ უსაფენოდ სიარულს, თუმცა ღამით ბავშვს საფენი მაინც სჭირდება. ბევრი მშობელი ღამითაც აყენებს ბავშვს, რაც დიდად სასარგებლო არ არის. ბავშვს ღამით მშვიდად უნდა ეძინოს. ღამის სიმშრალე იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად არის შარდის ბუშტი მზად, მთელი ღამით შეიკავოს სითხე. ეს ინდივიდუალურია და უბრალოდ, უნდა დაელოდოთ.

თუ ბავშვი ძალიან აპროტესტებს გადაყენების პროცესს, ნუ დააძალებთ. ყველა ბავშვი ერთნაირად ვერ ეგუება ახალ წესებს. ცოტა დრო გავიდეს და შემდეგ ისევ სცადეთ.
153132
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (15)
ლანა
1
მყავს 5 წლის გოგონა. ყოველ ღამე ვუკეთებ პამპერს და ყოველთვის სველია დილით პამპერსი. იმდენად ღრმა ძილი აქვს ვერ იგებს რომ უნდა ადგეს. როგორ მოვიქცე გთხოვთ დამეხმარეთ
21:25 / 19-05-2018
Natia
0
Myavs 5clis bichi da gamit mainc vuketeb pampers...yovel game arshvreba ...rogor moviqcee
23:49 / 31-03-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```