ციტრუსებთან, მარწყვსა და კივთან ნაცნობობას ნუ იჩქარებთ ტრადიციისამებრ, ჩვილის რაციონში წვენებს 6 თვიდან რთავენ, მაგრამ უმჯობესია, ბავშვი ჯერ ხილფაფას შეაჩვიოთ და წვენი მერე მისცეთ.
პირველ ჯერზე ჩვილს უნდა მივცეთ რომელიმე ერთი ხილის ან ბოსტნეულის წვენი და არა ნარევი.
ჩვეულებრივ, პირველად პატარას სთავაზობენ ვაშლის წვენს, შემდეგ - ალუბლის, ქლიავის, ატმის, ბროწეულის, გარგარის წვენებს. ჩვილისთვის წვენების გაცნობა შეგიძლიათ გოგრის წვენითაც დაიწყოთ. მას პატარას ორგანიზმი ადვილად ითვისებს, თანაც ნაკლებალერგიულია.
ქლიავი, ატამი და გარგარი დაგეხმარებათ შეკრულობის დროს, ხოლო ბანანი და მსხალი - გახშირებული კუჭის მოქმედების დროს არის მიზანშეწონილი.
ციტრუსებთან, მარწყვსა და კივთან ნაცნობობას ნუ იჩქარებთ. წვენის დღიური ნორმა 6 თვის ბავშვისთვის 50-60 მლ-ია (თუმცა თავიდან ჩაის კოვზით უნდა გაასინჯოთ და თანდათან გაუზარდოთ დოზა).
სტაფილოს წვენის მიღება შეიძლება 6 თვიდან.
ყველა ახალი საკვების დამატება იწყება ერთი კოვზიდან, კარგად ატანის შემთხვევაში, რაოდენობა იზრდება. მოიცადეთ სამი დღე, სანამ კიდევ რაიმე ახალს გაასინჯებდეთ - თუ ბავშვს გამოაყარა, ღებინება ან ფაღარათი დაეწყო, ადვილად დაადგენთ, რომელმა საჭმელმა აწყინა;
წვენი არ უნდა შევურიოთ საკვებს, ანუ არ უნდა მივცეთ ბავშვს ჭამის დროს. უმჯობესია, დავალევინოთ კვებიდან კვებამდე არსებულ შუალედში, თუნდაც ჭამამდე 30 წუთით ადრე. წესი მეორე: ახალგამოწურული წვენი უნდა გააზაოთ წყლით, თანაფარდობით 1:1. ეს იმიტომ, რომ კონცენტრირებული, გაუზავებელი წვენი თრგუნავს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციას, ხოლო გაზავებული, პირიქით, ასტიმულირებს. კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება კი კუჭის ფერმენტული აქტივობის შემცირებას იწვევს.