ყველაზე სასარგებლო კერძი ბავშვის მენიუში
ყველაზე სასარგებლო კერძი ბავშვის მენიუში
ნებისმიერი ასაკის ბავშვის ყოველდღიურ რაციონში პირველი ადგილი წვნიანს უკავია, თუმცა ბავშვების უმრავლესობას, სამწუხაროდ, არ უყვარს ასეთი კერძი. წვნიანის მარგებლობაზე პედიატრი ნინო მეზვრიშვილი გვესაუბრება.

- ბავშვების უმრავლესობას არ უყვარს წვნიანი, მშობლები კი აძალებენ. აუცილებელია, სუპი ბავშვის რაციონში შედიოდეს?
- თბილი წვნიანის ერთი ულუფაც კი დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობაზე, ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, განაპირობებს ნაწლავთა პერისტალტიკის, წყალმარილოვანი ცვლისა და ორგანიზმში სითხის ბალანსის სტაბილურობას.

- რომელი წვნიანია ყველაზე სასარგებლო ბავშვისთვის?
-
საუკეთესოა ბოსტნეულის სუპი. რაც შეეხება ბულიონს - ხორცის ნახარშს, რაციონში მისი შეტანა სამ წლამდე არ არის სასურველი. ძალზე სასარგებლოა ჭარხალი რკინისა და თუთიის შემცველობის გამო. მისი ფოთლები მდიდარია რკინით, A და C ვიტამინებით.

აიღეთ: 1 ცალი საშუალო ზომის ჭარხალი; 2 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი; 1-2 ცალი მოხარშული კვერცხი; 1 სადილის კოვზი ზეთი; 1 ძირი ახალი ნიორი; მწვანე ხახვი, კამა, მარილი - გემოვნებით.

კარგად გარეცხილი ჭარხალი და კარტოფილი კანიანად მოხარშეთ. როცა გაგრილდება, ჭარხალი გახეხეთ მსხვილად, კარტოფილი დაჭერით კუბიკებად, მოხარშული კერცხი - მრგვლად. აადუღეთ დაახლობით 1 ლ წყალი, შიგ ჩაყარეთ ჭარხალი, კარტოფილი, კვერცხი, წვრილად დაჭრილი ნიორი, მწვანე ხახვი, კამა, ჩაამატეთ ზეთი და 10-15 წუთი ადუღეთ.
გადმოიღეთ მათლაფაზე და გააგრილეთ. ჭამის წინ შეგიძლიათ დაუმატოთ 1/2 ჩაის კოვზი არაჟანი.

ბროკოლი მდიდარია C და K ვიტამინებით, კაროტინოიდებით, უჯრედისით, ომეგა 3 ჯგუფის ცხიმოვანი მჟავებით. ბროკოლი, სტაფილო და კარტოფილი ერთად ძალიან არგებს ბავშვს, რომელსაც წონის დეფიციტი აქვს.

აიღეთ: 200 გ ბროკოლი; 1 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი; 1 ცალი სა­შუალო ზომის სტაფილო; რამდენიმე (3-4) ღერი მწვანე ხახვი; 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი; 1 ჩაის კოვზი არაჟანი; კამა; მარილი. აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ შიგ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, სტაფილო, ბროკოლი. ბოსტნეული რომ მოიხარშება და გაგრილდება, დააბლენდერეთ, დაამატეთ ზეთი, მარილი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და კამა. გადაიღეთ თეფშზე და შუაში ჩაუდეთ არაჟანი.

ყაბაყი სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისთვის, შეიცავს C, B1, B2 ვიტამინებს და კაროტინს (A პროვიტამინს).
აიღეთ: 1 ყაბაყი; 100 გ თეთრი ან ყვავილოვანი კომბოსტო; 1 საშუალო ზომის სტაფილო; ოხრახუში, ნიახური, მწვანე ხახვი; 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ და­ჭრილი კომბოსტო და სტაფილო, მწვანე ხახვი და ნიახური. დაახლოებით 30 წუთი ხარშეთ, მერე გააგრილეთ, დააბლენდერეთ და ისევ ქვაბში გადაიღეთ. დაუმატეთ ზეთი და კუბებად დაჭრილი ყაბაყი. ხარშეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთი. შეაზავეთ მარილით და წვრილად დაჭრილი ოხრახუშით და ქურიდან გადმოდგით. ისევ დააბლ­ენდერეთ. თუ ბავშვს წონის დეფიციტი აქვს, კრემ-სუპს, უკვე თეფშზე გადმოღებულს, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი არაჟანი. თუ, პირიქით, წონის კონტროლია საჭირო, არაჟნის გარეშე მიეცით. იხილეთ სრულად
235596
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
0
ბოსტნეული და მწვანილი თუ მაგდეხანს ხარშეთ რაგაა სასარგებლო
09:56 / 23-02-2019
ana
3
არაჟანზე კი ვერ დაგეთანხმებით, არ არის სასურველი მისი დამატება წვნიანში.
23:12 / 22-01-2017
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?