ეს მართლა დაუჯერებელია რომც არ გყავდეთ ბავშვი, ალბათ მაინც გეცოდინებათ, რომ პერიოდულად ბავშვები ხმაურიანები არიან და ხანდახან ისე ტირიან, მათი დაწყნარება ურთულესი ამოცანაა. ამერიკელმა ექიმმა პედიატრმა, დოქტორ ჰამილტონმა ნამდვილი მასტერკლასი ჩაუტარა მშობლებს - ის წამიერად აწყნარებს ბავშვებს.
უყურეთ ვიდეოს და დარწმუნდებით, როგორ მუშაობს ეს მეთოდი. ექიმი უბრალოდ ხელზე იწვენს ბავშვს და ნაზად არწევს, მეორე ხელით კი სხეულის ქვედა ნაწილს იჭერს.