რამდენჯერ და რა სახის საკვებით უნდა იკვებებოდეს ბავშვი ამ ასაკში 7 თვის ბავშვმა საკვები დღეში ხუთჯერ უნდა მიიღოს, ყოველ ოთხ საათში ერთხელ. ხელოვნურ კვებაზე მყოფ პატარას უნდა მივცეთ ხორცის ნახარშზე მომზადებული ბოსტნეულის სუპი ან პიურე, თავდაპირველად - დღეში არა უმეტეს 50 მლ-ისა, და თეთრი პურის ორცხობილა. ბულიონის დღიური ულუფა თანდათან 200 მლ-მდე უნდა გავზარდოთ. ბუნებრივ კვებაზე მყოფი ჩვილისთვის ხორცის ბულიონისა თუ სხვა დამატებითი საკვების მიცემის თაობაზე მოეთათბირეთ პირად პედიატრს. ხორცი ნაკლებად ცხიმიანი უნდა შევარჩიოთ - ხბოსი, წიწილისა. მოხარშვამდე წიწილას კანი უნდა მოვაშოროთ.
და კიდევ: უმჯობესია, პატარას უმთავრესად წიწილის მკერდის ხორცი მივცეთ. გთავაზობთ ხორცის ბულიონზე მომზადებული ბოსტნეულის სუპის რამდენიმე რეცეპტს.
კარტოფილის პიურე ძვლის ბულიონზე
საჭიროა:
200 გ საქონლის ლულოვანი ძვალი;
თითო ღერი ოხრახუში, კამა, ნიახური, მწვანე ხახვი;
1 ჩაის კოვზი მარილის ხსნარი.
კარგად გარეცხილი ძვალი ჩადეთ ქვაბში, დაასხით წყალი და შემოდგით ცეცხლზე. რომ წამოდუღდება, ნახარში გადაღვარეთ, ძვალი გამდინარე წყლით გარეცხეთ, ქაფი მოაშორეთ და ქვაბში ჩააბრუნეთ. დაასხით 1 ლ ადუღებული წყალი, ჩაამატეთ ოხრახუში, ნიახური, კამა, მწვანე ხახვი და 1 საათი ხარშეთ. თუ დაიშრო, დროდადრო ჩაამატეთ ადუღებული წყალი. შემდეგ ნახარში დოლბანდში ან სპეციალურ საწურში გადაწურეთ და დაასხით გარეცხილ, დაჭრილ კარტოფილს. ხარშეთ კარტოფილის დარბილებამდე, დაახლოებით 25-30 წუთი. მოხარშული კარტოფილი გადაიღეთ ბლენდერში, დაამატეთ 180 მლ რძე, მარილის ხსნარი და ათქვიფეთ. გადაიღეთ თეფშზე და შეაზავეთ 5გ კარაქით.
კარტოფილის პიურე ქათმის ხორცით
საჭიროა:
100 გ ქათმის თეთრი ხორცი;
200 გ კარტოფილი;
თითო ღერი კამა და მწვანე ხახვი;
50 მლ რძე;
5 გ კარაქი.
ჩადეთ ქვაბში ქათმის თეთრი ხორცი, ჩაამატეთ კამა და მწვანე ხახვი, დაასხით 1 ლ წყალი და ხარშეთ. ხორცი რომ მოიხარშება, დაამატეთ კარტოფილი, ადუღეთ კიდევ 25-30 წუთი, დაუმატეთ მარილის ხსნარი. მოხარშული ხორცი და კარტოფილი გათქვიფეთ ბლენდერში, გადმოიღეთ თეფშზე და დაუმატეთ კარაქი.
ბოსტნეულის პიურე ღვიძლით
საჭიროა:
50 გ ქათმის ღვიძლი;
100 გ კარტოფილი;
100 გ სტაფილო;
თითო ღერი ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი;
3 მლ მარილის ხსნარი;
5 გ კარაქი. განაგრძეთ კითხვა