ჩვილის მოვლის დროს დაშვებული 5 გავრცელებული შეცდომა
ჩვილის მოვლის დროს დაშვებული 5 გავრცელებული შეცდომა
ყურადღებიან და მზრუნველ ოჯახებშიც კი მშობლები ჩვილის მოვლის დროს სავალალო შეცდომებს უშვებენ. გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს და მათი გამოსწორების გზებს.

შეცდომა ნომერი 1 - ბავშვის ბანაობა ბალახ-ბულახით
ხშირად, ექიმთან ვიზიტის დროს მზრუნველი მშობლები აცხადებენ, რომ თავიანთ ჩვილ ბავშვს ყოველდღე კალიუმის პერმანგანატში გაზავებული წყლით აბანავებენ. მათი აზრით, ეს არის უებარი საშუალები ინფექციების საწინააღმდეგოდ. რეალურად კი ეს მათი შვილებისთვის ზიანის მომტანია. ყოველდღე ბავშვის დაბანა კალიუმის პერმანგანატში გაზავებული წყით შეიძლება მანამ, სანამ მას
ჭიპლარის ჭრილობა მოურჩება.
ასევე დაუშვებელია ბავშვის დაბანა სხვადასხვა ბალახის ნაყენებით. ეს გამოიწვევს კანის გამოშრობას და ალერგიას. ასეთი აბაზანები შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ჩვილი ბავშვი, ჭიპლარის შეხორცების შემდეგ უნდა ვაბანაოთ ჩვეულებრივ თბილ წყლაში. დაბანის საშუალებად შეგვიძლია გამოვიყენოთ ექიმის მიერ დანიშნული ერთი რომელიმე მცენარე ან ჰიპოალერგიული გელი, ისიც კვირაში ერთხელ.

შეცდომა ნომერი 2: ყველაფერში პამპერსია დამნაშავე
პამპერსი უნიკალური გამოგონებაა, რომელიც ზოგავს მშობლების ნერვებს, ბავშვის კანს კი ინახავს მშრალად, სუფთად და ჯანმრთელად. მთავარია, მისი სწორად გამოყენება ვიცოდეთ. პამპერსი ბავშვს 3 საათში ერთხელ უნდა გამოუცვალოთ. ასევე - ყოველი კუჭში გასვლის შემდეგ. ყოველი გამოცვლის შემდეგ ბავშვს უნდა მოვუწყოთ საჰაერო აბაზანა, ცოტა ხანი არ გაუკეთოთ პამპერსი,
წაუსვით დამცავი კრემი. თუ თქვენს პატარას ესა თუ ის პამპერსი ალერგიას აძლევს, შეცვალეთ ის სხვა მარკის პამპერსით.

შეცდომა ნომერი 3: პატარაა და სცივა
პატარის ჩაფუთვნა მშობლების გავრცელებული შეცდომაა. ძილის დროს ზედმეტ საბანსაც აფარებენ, გამათბობელს რთავენ. არ ფიქრობენ, რომ ბავშვის გადახურება უფრო საშიშია, ვიდრე - შეციება. საქმე ის არის, რომ ჩვილი მთელ ტანზე ოფლიანდება და ოდნავი გადახურების დროს კანი უსველდება. ამ დროს ის მცირე ნიავზეც კი შეიძლება გაცივდეს. ზედმეტმა ტანსაცმელმა შესაძლოა გამოიწვიოს ტანზე გამონაყარი. გადახურება ნერვულ სისტემასაც აღიზიანებს. ჩვილს ტანსაცმელი დაახლოებით ისე უნდა ჩააცვათ, როგორც თავად გაცვიათ. ძილის დროს ნატურალური ნაჭრის პლედი დააფარეთ. ოთახი ხშირად უნდა გაანიავოთ. ზამთტარში ბავშვის ოთახში ტემპერატურა 23-24 გრადუსი უნდა იყოს.

შეცდომა ნომერი 4: ფრჩხილების დაჭრა - ეს წამებაა
ახალგაზრდა მშობლებისთვის ჩვილისთვის ფრჩხილების დაჭრა დიდ სირთულესთან ასოცირდება. ეს სულაც არ არის ძნელი, მთავარია, სწორად შეარჩიოთ ინსტრუმენტი. ჩვილ ბავშვს ფრჩხილები მისი სიგრძის მიხედვით უნდა დააჭრათ. ფრჩხილები ხშირად უნდა დააჭრათ, რადგან ფრჩხილებქვეშ ძალიან ბევრი ბაქტერია გროვდება. ფრჩხილების დასაჭრელად თხელი, ბლაგვბოლოებიანი მაკრატელი უნდა შეარჩიოთ, რათა პატარას თითები ტრავმებისგან დაიცვათ.

შეცდომა ნომერი 5: თავზე ფუფხები
ახალშობილის თავზე ხშირად ჩნდება მოყვითალო ფერის ფუფხები. ეს ცხიმოვანი ჯირკვლების არაკოორდინირებული მუშაობის შედეგია. ეს ხშირი მოვლენაა და პატარას ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ ქერქების მოცილება ბავშვის თავიდან საკუთარი ხელით არ დაიწყოს, შესაძლოა თავი შემთხვევით ფრჩხილებით გაუკაწროს და ამ ადგილზე ანთება გამოიწვიოს. ბავშვს თავი უნდა დაბანოთ თბილი წყლით. ნაზად შეამშრალოთ პირსახოცით. თავზე წაუსვით ცხიმი, საბავშვო ზეთი, შემდეგ კი დააფარეთ ნატურალური ნაჭრის ქუდი. ზეთი დაარბილებს ქერქებს, საბავშვო სავარცხლით დავარცხნის დროს კი ის ადვილად მოშორდება თავის კანს.
54789
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ruska
0
ყველაზე კარგია შინაური, ე.წ. სოფლის კარაქი. წაუსვით ბავშვს დაბანიდან ორი საათით ადრე და შემდეგ დავარცხნეთ საბავშვო სავარცხლით ნაზად. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით დ ვიტამინს და ძალიან სასარგებლოა ბავშვისთვის
09:35 / 30-07-2016
nino
1
Sulac ar aris sachiro fufxis mosacileblad bavshvs zeti wausvat,arsebobs Mustela-s qafi shampuni chvilebisatvis rac dzalian efeqturia, banaobis dros wausvamt ori-sami wuti daelodebit da chamobant.
13:12 / 05-06-2016
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?