ტი­რი­ლის სიმ­პ­ტო­მი - რო­გორ მივ­ხვ­დეთ, რა აწუ­ხებს პა­ტა­რას
ტი­რი­ლის სიმ­პ­ტო­მი - რო­გორ მივ­ხვ­დეთ, რა აწუ­ხებს პა­ტა­რას
მეც­ნი­ერ­თა აზ­რით, ადა­მი­ა­ნი პი­როვ­ნე­ბად პირ­ვე­ლი 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყა­ლიბ­დე­ბა, მი­სი ჯან­მრ­თე­ლო­ბაც სწო­რედ ამ პე­რი­ოდში მო­ითხოვს გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას. მშო­ბე­ლი თვი­თონ უნ­და ხვდე­ბო­დეს, რა აწუ­ხებს ბავშვს, რა­ტომ ჭირ­ვე­უ­ლობს. გვე­სა­უბ­რე­ბა ნე­ო­ნა­ტო­ლო­გი ირი­ნა მი­მი­ნოშ­ვი­ლი:

- წლამ­დე ასა­კის ბავ­შ­ვე­ბი თა­ვიანთ პრობ­ლე­მებს ჭირ­ვე­უ­ლო­ბი­თა და ტი­რი­ლით გა­მო­ხა­ტა­ვენ. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ტი­რი­ლი არ არის უმი­ზე­ზო, ამით ბავ­შ­ვი იმა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ რა­ღაც აწუ­ხებს - მა­გა­ლი­თად, სტკი­ვა ყუ­რი, მუ­ცე­ლი, აქვს მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა თუ სხვა. ექი­მის მოს­ვ­ლამ­დე მშო­ბე­ლი უნ­და ხვდე­ბო­დეს, რა არის ბავ­შ­ვის ცუ­დად ყოფ­ნის მი­ზე­ზი, რა­თა პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ზო­მე­ბი მი­ი­ღოს.
ჩვი­ლის
ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის უმ­წი­ფრო­ბა სხვა­დას­ხ­ვა და­ა­ვა­დე­ბის დროს ისე­თი ზო­გა­დი სიმ­პ­ტო­მე­ბის სი­ჭარ­ბეს გა­ნა­პი­რო­ბებს, რო­გო­რიც არის: თა­ვის ტკი­ვი­ლი, ცხე­ლე­ბა, გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბის გა­ფუ­ჭე­ბა, უმა­დო­ბა. მშო­ბელს უნ­და შე­ეძ­ლოს ამ ზო­გა­დი სიმ­პ­ტო­მე­ბის სწო­რი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია, რა­თა ექი­მის მოს­ვ­ლამ­დე სა­ჭი­რო დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ოს.

- რო­გორ უნ­და მიხ­ვ­დეს მშო­ბე­ლი, თუ ბავშვს ყუ­რი აწუ­ხებს?
- ყუ­რის ტკი­ვი­ლი­სას ბავ­შ­ვი ტი­რის, გა­ნუწყ­ვეტ­ლივ ჭირ­ვე­უ­ლობს, თავს აქეთ-იქით ამოძ­რა­ვებს, ხელს იკი­დებს ან მი­აქვს მტკი­ვან ყურ­ზე. შე­იძ­ლე­ბა აღე­ნიშ­ნოს სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბაც, უარს ამ­ბობს ჭა­მა­ზე. ყუ­რის ტკი­ვილს შე­საძ­ლოა ყუ­რი­დან გა­მო­ნა­დე­ნიც ახ­ლ­დეს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბავშვს მტ
კი­ვან ყურ­ზე პა­ტა­რა თბი­ლი ბა­ლი­ში უნ­და და­ვა­ფი­ნოთ, გა­მო­ნა­დე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი მხო­ლოდ გა­რე­თა სას­მე­ნი მი­ლი გა­მო­ვუ­სუფ­თა­ოთ. ყუ­რის ტკი­ვი­ლის პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­სათ­ვის კი სა­ჭი­როა, ბავ­შ­ვი ცხვი­რით თა­ვი­სუ­ფ­ლად სუნ­თ­ქავ­დეს. გა­მო­ნა­დე­ნის დროს კი ექი­მის მოს­ვ­ლამ­დე კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რ­ძა­ლუ­ლია ყურ­ში რა­ი­მე, თუნ­დაც ფარ­თოდ მი­ღე­ბუ­ლი ყუ­რის წვე­თე­ბის ჩაწ­ვე­თე­ბა. სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სიმ­პ­ტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს მუც­ლის ტკივ­ილს. ამ დროს ბავ­შ­ვის ტი­რი­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი­სა­გან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა, მას ერ­თ­გვა­რი წა­მო­კივ­ლე­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს. უარს ამ­ბობს ჭამაზე, ფე­ხე­ბი მი­აქვს მუ­ცელ­თან ან ერ­თ­მა­ნეთს უს­ვამს. ასე­თი ტკი­ვი­ლი ხში­რად შე­ტე­ვით ხა­სი­ათს ატა­რებს და მას მე­ტე­ო­რიზ­მი (გა­ზე­ბის დაგ­რო­ვე­ბა) იწ­ვევს. ამ დროს კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ბავშვს მუ­ცელ­ზე ფრთხი­ლად მო­ვუს­ვამთ ხე­ლის­გულს, გა­ზე­ბის დაგ­რო­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ასე­ვე მი­სა­ღე­ბია (ე­ქი­მის მი­თი­თე­ბით) სწორ ნაწ­ლავ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი პა­ტა­რა მი­ლის ჩად­გ­მა ან თბი­ლი აბა­ზა­ნე­ბი. მუც­ლი­სა და ყუ­რის ტკი­ვი­ლის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ჩვილ ასაკ­ში ძა­ლი­ან ძნე­ლია თა­ვის ტკი­ვი­ლის დი­ფე­რენ­ცი­ა­ცია. ის შე­იძ­ლე­ბა თან ახ­ლ­დეს მთელ რიგ მწვა­ვე ინ­ფექ­ცი­ებს (ფილ­ტ­ვე­ბის ან­თე­ბა, წი­თე­ლა, მე­ნინ­გი­ტი), თა­ვის ტკი­ვი­ლი ხში­რია ასე­ვე ყუ­რის ან­თე­ბი­სა და ვი­რუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ი­სას. მას­ზე მი­ა­ნიშ­ნებს ბავ­შ­ვის მოწყე­ნი­ლო­ბა, უმა­დო­ბა, თუმ­ცა ეს სიმ­პ­ტო­მა­ტი­კა მე­ტად არას­პე­ცი­ფი­კუ­რია.

- წლამ­დე ასა­კის ბავ­შ­ვებ­ში და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ძი­ლის რე­ჟი­მის დარ­ღ­ვე­ვა, რა უნ­და გა­ა­კე­თოს ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მშო­ბელ­მა?
- ამ ასა­კის ბავ­შ­ვებ­ში ხში­რია დღე-ღა­მის არე­ვა. მა­გა­ლი­თად, ბავ­შ­ვ­მა შე­იძ­ლე­ბა ღა­მე გა­იღ­ვი­ძოს და დი­ლის 4 სა­ა­თამ­დე ითა­მა­შოს. თუ ის არც ჭირ­ვე­უ­ლობს, არც ტი­რის და უბ­რა­ლოდ თა­მა­ში უნ­და, მშო­ბე­ლი ვე­რა­ფერს იზამს, გარ­და იმი­სა, რომ მოთ­მი­ნე­ბა მო­იკ­რი­ბოს და მას­თან ერ­თად იფხიზ­ლოს. ეს არ არის პა­თო­ლო­გია და არც არა­ფე­რია ამა­ში სა­გან­გა­შო, ეს უბ­რა­ლოდ, თქვე­ნი ბავ­შ­ვის ბი­ო­მე­ქა­ნიზ­მია. ად­რე­უ­ლი ასა­კის ბავ­შ­ვის ძი­რი­თა­დი თვი­სე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტემ­პი გახ­ლავთ. მა­გა­ლი­თად, სი­ცოცხ­ლის პირ­ველ წელს სხე­უ­ლის სიგ­რ­ძე 25 სან­ტი­მეტ­რით მა­ტუ­ლობს, წო­ნა კი სამ­კეც­დე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, მშობ­ლებ­სა და უფ­რო­სებს
უნ­და ახ­სოვ­დეთ, რომ ბავ­შ­ვის ორ­გა­ნიზ­მი ფუნ­ქ­ცი­უ­რად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი და გა­რე­მოს­თან ნაკ­ლე­ბად ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია, რის გა­მოც მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლა და ყუ­რადღე­ბა სჭირ­დე­ბა.

- რას იტყო­დით ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე და რამ­დე­ნად გან­საზღ­ვ­რავს ის ბავ­შ­ვის იმუ­ნი­ტეტს?
- ბუ­ნებ­რი­ვი კვე­ბა შე­უც­ვ­ლე­ლი საკ­ვე­ბია ჩვი­ლი ბავ­შ­ვი­სათ­ვის. დე­დის რძეს­თან ერ­თად ბავშვს გა­და­ე­ცე­მა ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თან­და­ყო­ლილ იმუ­ნი­ტეტს გა­ნა­პი­რო­ბებს, გან­სა­კუთ­რე­ბით 4-6 თვემ­დე. ამი­ტომ, რაც უფ­რო დიდ­ხანს არის ბავ­შ­ვი ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე, მით უფ­რო ძლი­ე­რია მი­სი იმუ­ნი­ტე­ტი. მინ­და მშობ­ლებს შე­ვახ­სე­ნო, რომ არა­ვინ იც­ნობს თა­ვის შვილს უკეთ, ვიდ­რე თა­ვად მშო­ბე­ლი, ამი­ტომ ბავ­შ­ვის ნე­ბის­მი­ე­რი ქცე­ვა მის­თ­ვის უფ­რო გა­სა­გე­ბი უნ­და იყოს, ვიდ­რე ექი­მის­თ­ვის. თუ მშო­ბელს ცო­ტა­ო­დე­ნი რამ სხვა­დას­ხ­ვა ტკი­ვი­ლის სიმ­პ­ტო­მებ­ზეც ეცო­დი­ნე­ბა, ექი­მის მოს­ვ­ლამ­დე სა­ჭი­რო დახ­მა­რე­ბა­საც გა­უწევს.

ლიკა კერატიშვილი
7523
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი