რატომ იღვიძებს ბავშვი ღამით - ეს რჩევები ძილს გაგიხანგრძლივებთ
რატომ იღვიძებს ბავშვი ღამით - ეს რჩევები ძილს გაგიხანგრძლივებთ
1 / 2
Next
პედიატრების აზრით, 6 თვიდან ბავშვს მთელი ღამის მანძილზე უნდა ეძინოს. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ჩვენს შვილებს ეს დასკვნა სულ არ აინტერესებთ - ძალიან ხშირად ამ მოსაზრებას არღვევენ და ღამეებსაც გვათენებინებენ..
ზოგიერთი პატარა სამი თვიდან უარს ამბობს ღამის კვებაზე და 6-საათიანი ინტერვალით მშვიდად სძინავს. ზოგიერთს კი წლამდე შემორჩება ხოლმე ღამით გაღვიძების ჩვევა. საინტერესოა, რატომ არ "ექვემდებარებიან" ჩვილები ექიმების მოსაზრებას?
საჭიროა რეჟიმი
ეცადეთ, ჩვილის ცხოვრება ორგანიზებული გახადოთ. ცხოვრების პირველ თვეს პატარა სურვილის მიხედვით
ითხოვდა ჭამას და დაძინებას. მაგრამ დროის გასვლის შემდეგ დღის რეჟიმი უნდა ჩამოუყალიბოთ. ბანაობა, ჭამა და ძილი - აი, დღის განმავლობაში შესასრულებელი მთავარი პროცედურები, რომლებიც ერთსა და იმავე დროს უნდა ჩატარდეს.
შეიძლება ჩვილი უბრალოდ მიეჩვია "ძუძუზე ჩამოკიდებას" და სინამდვილეში ჭამის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება აღარ აქვს. 4 თვის შემდეგ ჭამის შუალედი დღის განმავლობაში 3-საათიანი უნდა იყოს. ეცადეთ, ჭამის დრო თავად დაარეგულიროთ. პატარა გაართეთ, ეთამაშეთ, გაასეირნეთ. გახსოვდეთ, 6 თვის შემდეგ ჭამის ხშირი მოთხოვნა მის მოწყენილობაზე მეტყველებს.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
150155
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
mako
1
ყველაფერი სწორია:) :):) "ჭამის ხშირი მოთხოვნა მის მოწყენილობაზე მეტყველებს." ამან კი დამაინტერესა
11:12 / 06-02-2016
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```