ვირუსი აქვს თუ კბილების ბრალია? - როგორ ამოვიცნოთ ბავშვის ავად ყოფნის მიზეზი?
ვირუსი აქვს თუ კბილების ბრალია? - როგორ ამოვიცნოთ ბავშვის ავად ყოფნის მიზეზი?
პირველი კბილის ამოსვლა დასამახსოვრებელი და სათუთი მომენტია, რომელსაც მშობლები მოუთმენლად ელოდებიან. პირველი კბილი ამოსვლას დაახლოებით 6 თვის ასაკიდან იწყებს. თუმცა ხშირია 4 თვის ასაკშიც.
ახალგაზრდა მშობლებს კბილის ამოსვლის სიმპტომები შეიძლება დაავადებაში შეეშალოთ. ამიტომ, რამდენიმე საჭირო რჩევას გაგიზიარებთ.

სარძევე კბილების ამოჭრამდე პატარას ნერწყვის გამოყოფა ეწყება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნერწყვი მდინარესავით მოედინება.
ღრძილი შესივებული და გაწითლებულია. ძლიერი სიწითლე, თეთრი ნადები და წყლული კი დაავადების სიმპტომია.
კბილის ამოჭრამდე ბავშვს შეიძლება მადა დაეკარგოს. თუმცა,
საყვარელ პროდუქტებს მაინც ვერ შეელევა, მაგალითად, დედის რძეს, ან ფაფას და ხილის პიურეს. ამ შემთხვევაში სანერვიულო არ გაქვთ, რამდენიმე დღეში სიმპტომები გაივლის. ხოლო თუ ბავშვი საერთოდ უარს ამბობს ჭამასა და წყალზე, აუცილებლად პედიატრს გაასინჯეთ.
თუ პატარას ცხვირით სუნთქვა უჭირს, ესეც ლორწოვანას შეშუპების ბრალია, რომელიც კბილის ამოსვლას მოასწავებს. ხოლო თუ ცხვირის გაჭედვას დენაც დაერთო, ეს უკვე გრიპისმაგვარი ინფექციის სიმპტომებია.
კბილის ამოჭრამ შეიძლება ბავშვის კუჭის მოქმედებაზეც იმოქმედოს. განავალი გაუთხელდეს, ხოლო ძლიერი კუჭის აშლილობა დაავადების სიმპტომია და სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.
თუ ბავშვი ცდილობს, ყველაფერი პირში ჩაიდოს და ღრღნას, ეს კბილების ამოჭრის სიმპტომია.
ჭირვეულობა და გაღიზიანებაც ხშირად იმის მანიშნებელია, რომ პატარას კბილი უნდა ამოუვიდეს. ამ დროს მის
მიმართ მეტად მომთმენი და ყურადღებიანი უნდა იყოთ. სტომატოლოგების თქმით, მოზრდილი ადამიანი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების გარეშე ვერ გაუძლებდა იმ ტკივილს, რასაც პატარა კბილის ამოჭრისას განიცდის.
დაბოლოს, მაღალი ტემპერატურა დაავადებაზე მიუთითებს. კბილის ამოჭრის დროს იგი არ უნდა აჭარბებდეს 38 გრადუსს.
16688
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?