კბილების ამოჭრასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ დავეხმაროთ პატარას?
კბილების ამოჭრასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ დავეხმაროთ პატარას?
რატომაა ასეთი მტკივნეული კბილების ამოჭრა და რით დავეხმაროთ პატარას?
ბავშვის კბილების განვითარება ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში იწყება. ის ჯერ მუცელშია და მისი ღრძილები უკვე ემზადება კბილების ამოსვლისათვის და აქტიურად ფორმირდება ჩანასახები. როგორც წესი, ჯერ ბავშვს ამოსდის ქვედა წინა კბილები (იხილეთ სტატია, თუ რა თანმიმდევრობით უნდა ამოსდიოდეს ბავშვს კბილები). სამი წლის ასაკში მას უკვე 20 სარძევე კბილი აქვს. თუმცა, კბილების ამოჭრის პროცესი მაინც ინდივიდუალურია. არის შემთხვევები, როდესაც ახალშობილი კბილებით იბადება, ან
15 თვის ასაკში ამოჭრა პირველმა კბილმა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს აქვს რაიმე პათოლოგია. დარწმუნებული ხართ, რომ კბილების ამოჭრის პროცესი აუცილებლად მტკივნეული უნდა იყოს? სტატისტიკურად, პატარების მესამედი თითქმის ვერ გრძნობს კბილების ამოჭრას. ხოლო 2/3-ში კბილების ამოჭრა დისკომფორტს იწვევს. ყველაზე მტკივნეული შეიძლება იყოს ეშვების ამოსვლის პროცესი (მათ თვალის კბილებსაც უწოდებენ). ამ დროს დისკომფორტი 8-10 დღესაც შეიძლება გაგრძელდეს.

ეს ნორმალურია!
ბავშვების უმეტესობას ასეთი ჩივილები აქვს:
პატარა უარს ამბობს ძუძუზე ან ხშირად ითხოვს მას;
• ხელით იზელს ლოყებსა და ცხვირს;
• ხშირად იღვიძებს, მოუსვენრად სძინავს;
• დღის მანძილზე უმიზეზოდ ტირის.

mshoblebi
კბილების ამოსვლას იშვიათად თან ახლავს დიათეზი, რაც დაკავშირებულია ნაწლავებში საკვები ნივთიერებების შეწოვის დარღვევით. ასეთი
გამონაყარი მკურნალობას არ საჭიროებს. შეეცადეთ გვერდი აუაროთ ფარმაცევტულ პრეპარატებს, ნუ "გაერთობით" სხვადასხვა გელის შეძენით და სიცხის დამწევი სიროფებით, რათა არ გააძლიეროთ ღვიძლის დატვირთვა.
ხშირად ბავშვი უარს ამბობს საკვებზე. საქმე ისაა, რომ ამ პერიოდში საკვები ხდება უგემური. ნუ დააძალებთ ჭამას, რადგან შეიძლება გამოიწვიოთ გულისრევა. მოთმინებით აღიჭურვეთ - მადა თვითონ დაუბრუნდება ბავშვს.
შესაძლებელია ბავშვს ამ პერიოდში დაეწყოს ცხვირიდან გამონადენი და დილაობით სველი ხველა, რასაც პროვოცირებას უწევს გაძლიერებული ლორწო, რომელიც ძილის დროს ცხვირ- ხახის უკანა კედლიდან ჩაედინება. სხვა სიმპტომები: მომატებული გაღიზიანება, ტემპერატურა, ძილის დარღვევა, ნერწყვდენა, კუჭ-ნაწლავის აშლილობა.

მიმართეთ ექიმს!
გახსოვდეთ, რომ თხელი განავალი (კბილების ამოჭრის დროს), არ უნდა გადაიქცეს დიარეად. ცხვირიდან გამონადენი ხელს უშლის ბავშვს სუნთქვაში, ხველა გახდა უფრო შემაწუხებელი? აქვს მაღალი ტემპერატურა? აუცილებლად მიიყვანეთ ბავშვი პედიატრთან. ძალიან ხშირად დედები ამა თუ იმ დაავადებას კბილების ამოჭრას მიაწერენ. კარგად დაუკვირდით: თუ კბილების ამოჭრის პროცესში ჩივილები იმატებს და მდგომარეობა რთულდება, შეიძლება ბავშვი ავად არის დასუსტებული იმუნიტეტის გამო.

რით ვუშველოთ?
მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, გაამზადეთ მარლის ტამპონი, დაასველეთ ცივ წყალში, დაიხვიეთ თითზე და მასირება გაუკეთეთ ღრძილებს. დააჭერინეთ სილიკონის რგოლი. 1 წლის ზემოთ ბავშვებს შეიძლება შევთავაზოთ ცივი ხილი და ბოსტნეული (გათლილი კიტრი, სტაფილო, ბანანი და ვაშლი). გადაწყვიტეთ, გადააჩვიო მატყუარას? ახლა ნამდვილად არ არის მაგისთვის შესაფერისი დრო. წოვის პროცესი ამშვიდებს ბავშვს.

mshoblebi
ბავშვს უჭირს დაძინება?
პედიატრი ან ბავშვთა სტომატოლოგი გირჩევთ გამოიყენოთ სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელი გელი ან წვეთები. არ გამოიყენოთ ისინი უშუალოდ ჭამის წინ, რადგან ბავშვის ენა დაკარგავს მგრძნობელობას და შეიძლება უარი თქვას საკვებზე. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი სავარაუდოდ კიდევ უფრო გამოიწვევს ბავშვის გაღიზიანებას. არ არის გამორიცხული, დაგინიშნონ როგორც კომპლექსური, ასევე ჰომეოპათიური საშუალებები. ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია და გაითვალისწინეთ ბავშვის ასაკი.

1 წლის ასაკში ბავშვს უნდა ჰქონდეს საკუთარი კბილის ჯაგრისი და პასტა. გასაგებია, რომ კბილების ამოჭრის პროცესში მტკივნეული იქნება ჯაგრისის ხმარება. ამიტომ დაეხმარეთ პატარას, ფრთხილად და დელიკატურად აუარეთ გვერდი ანთებით ღრძილს. როდესაც ყველა კბილი ამოვა, დაიცავით ყოველდღიური ჰიგიენა, რათა ყოველი კბილი იყოს ჯანმრთელი და პატარას ღიმილი - შეუდარებელი!

38834
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?