ბრტყელტერფიანობა რომ არ განვითარდეს, რამდენიმე ვარჯიშის ჩატარებას გირჩევთ 7-10 თვის პატარები ფეხზე დგომისას ხშირად ეყრდნობიან ტერფის შიდა მხარეს. ბრტყელტერფიანობა რომ არ განვითარდეს, სახლის პირობებში რამდენიმე სავარჯიშო კომპლექსის ჩატარებას გირჩევთ.
ექიმის რჩევები
1. შეასრულეთ ეს კომპლექსი დღეში 2-3-ჯერ ხუთ-ხუთი წუთის განმავლობაში. თითოეული ელემენტი კი 4-6-ჯერ გაიმეორეთ.
დააწვინეთ ბავშვი მუცელზე და მსუბუქად დაუზილეთ ზურგი, წვივებისა და ტერფების შიდა მხარეები.
დაიკავეთ ხელში ბავშვის ტერფი, მეორეთი კი წვივ-ტერფის სახსარში მოხარეთ და გაშალეთ.
მოუხარეთ ფეხები მენჯბარძაყისა და წვივ-ტერფის სახსარში და ერთმანეთს შეახეთ ფეხისგულები.
დაუჭირეთ წვივი ხელით, მეორეთი კი ატრიალეთ ტერფი სახსარში საათის ისრის მიმართულებით, შემდეგ კი საწანააღმდეგო მიმართულებით.
სიარული დაყრდნობით
დიდ ყუთში ქვიშა ჩაყარეთ და ბავშვი მასზე გაატარ-გამოატარეთ.
აბაზანის ფსკერზე რეზინის საფენი დადეთ, დაასხით თბილი წყალი
(34-36 გრადუსი), კოჭამდე რომ მისწვდეს და დაეხმარეთ, წყალში გაიარ-გამოიაროს 10-12-ჯერ.
10 თვიდან
დასვით სკამზე და თითებს უკან ფანქარი ჩაუდეთ. ასწავლეთ, რომ მოუჭიროს თითებს და ასე დაიჭიროს ფანქარი.
დასვით ხალიჩაზე სულთნის პოზაში, ჩაკიდეთ ხელი და დაეხმარეთ წამოდგომაში ისე, რომ ტერფის გარეთა კიდეებს დაეყრდნოს.
სათამაშო ზევით ისე დაუჭირეთ, რომ მისაწვდომად ფეხის წვერებზე აწევა დასჭირდეს.