როგორ ვასწავლოთ ბავშვს ხოხვა – ეს აუცილებელია!
როგორ ვასწავლოთ ბავშვს ხოხვა – ეს აუცილებელია!
სანამ სიარულს ისწავლის, ბავშვმა აუცილებლად უნდა ისწავლოს ხოხვა. როგორც სხვადასხვა პროფილის ექიმები ამბობენ, ხოხვას ძალიან ბევრი დადებითი შედეგი მოაქვს. სულ რამდენიმეს ჩამოგითვლით:
1. ბავშვი, რომელიც ხოხავს, უკეთ ორიენტირებს სივრცეში და უკეთ არჩევს მარჯვენასა და მარცხენას;
2. ხოხვისას ყველა კიდური და კუნთი ვარჯიშობს და ეს საუკეთესო ორთოპედიული მასაჟია ბავშვისთვის;
3. ამბობენ, რომ ბავშვები, რომლებიც ხოხავდნენ პატარობისას, დაცემის დროს ყოველთვის ხელებს იშველიებენ და უფრო უმტკივნეულოდ ეცემიან, ხოლო ვისაც არ უხოხია, ის ბავშვები, ძირითადად, თავით ეცემიან.

კიდევ ბევრი მიზეზია, რის გამოც ბავშვისთვის ხოხვა ძალიან კარგია. ასე რომ, აღიჭურვეთ მოთმინებით, ნუ მოუსმენთ ბებიებს, რომ ბავშვი დიასვრება, ამოიგანგლება, მტვერს ჩაყლაპავს და ა.შ. მოასუფთავეთ მის გარშემო სივრცე, დაუფინეთ ხალიჩა და მიჰყევით საქმეს:


პირველი ვარჯიში: "ვხედავ მიზანს და ვერ ვამჩნევ წინააღმდეგობას"
ბავშვი მუცელზე დააწვინეთ და მცირე მანძილზე დაუდეთ სათამაშო. ცნობისმოყვარეობა აიძულებს, სათამაშოსკენ გაიწვდინოს ხელი და ძალაუნებურად, რომ ვერ მიწვდება, გახოხდება. თქვენ კი თანდათან სულ უფრო დაუშორეთ სამიზნე. ზედმეტი არ მოგივიდეთ – აუცილებლად უნდა დაეუფლოს ბავშვი თავის "საუნჯეს", ანუ უშედეგოდ არ უნდა ჩაიაროს მისმა მცდელობამ. მოგვიანებით ისევ გაიმეორეთ ეს ვარჯიში, ოღონდ – სხვა სათამაშოთი. ასეთ ხოხვას ექიმები ინტელექტუალურ ხოხვას უწოდებენ.

მეორე ვარჯიში
აუცილებლად იყიდეთ
მაღაზიაში დიდი გასაბერი ბურთი. ის საუკეთესო ტრენაჟორია ბავშვისთვის. მუცლით დააწვინეთ ბურთზე, ფეხებზე მოკიდეთ ხელი და ნელ-ნელა გადაწიეთ ბურთი წინისკენ. იატაკთან მიახლოებისას ბავშვის ხელისგულები მექანიკურად გაიშლება – ეს სწორედ ისაა, რაც გინდათ. ხოხვა რომ ისწავლოს, ბავშვმა ჯერ ხელისგულების გახსნა და დახურვა უნდა ისწავლოს.

მესამე ვარჯიში
ბავშვი მუცლით წევს ბურთზე. ერთი ხელი ბავშვის ზურგზე გეჭიროთ, მეორით კი ფეხი მოუხარეთ ისე, რომ მისი ფეხისგული თქვენს ხელისგულს ეყრდნობოდეს. ეს ვარჯიში ასწავლის მას მოხაროს ფეხი ხოხვისთვის საჭირო მდგომარეობაში.

მეოთხე ვარჯიში – "ურიკა"
ბავშვი თეძოებით აიყვანეთ, ხელებით იატაკს შეეხოს და დაეხმარეთ, რამდენიმე ნაბიჯი გადადგას ხელებით. ასეთი თამაში დაეხმარება ზურგის, მხრების და ხელების კუნთების გამაგრებაში.

ერთ ჯერზე საკმარისია. შემდეგ თანდათან რამდენჯერმე გაამეორებინეთ ეს ვარჯიშები და თანდათან გახოხდება.
მთავარია, ამის შემდეგ მაქსიმალურად იზრუნოთ უსაფრთხოებაზე და ბავშვი დაცულ ტერიტორიებზე ახოხოთ.
10174
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?