ძუძუთი კვება ზაფხულში - 5 მნიშვნელოვანი კითხვა
ძუძუთი კვება ზაფხულში - 5 მნიშვნელოვანი კითხვა
ამინდი მხოლოდ უფროსებზე კი არა, ჩვილებზეც მოქმედებს. ცხელ ამინდში პატარას ჭამის ჩვეულება ეცვლება, გავერკვეთ, როგორ მოვიქცეთ სხვადასხვა შემთხვევაში და რას მივაქციოთ ყურადღება.

სიცხე ცვლის მადას
კითხა: სიცხეში პატარას მეტი სძინავს და ცუდად წოვს ძუძუს. ეს ნორმალურია თუ საშიშია?
პასუხი: სიცხეში უფროსიც და ჩვილიც ამცირებს ულუფას. იმატებს მოთენთილობა. სცადეთ და ძუძუ მძინარე ბავშვს მოაწოვეთ.

კითხვა: ზაფხულში, ძუძუთი კვების დროს დედამ თუ უნდა დაცვას მკაცრი დიეტა?

პასუხი: დიახ. მშობიარობიდან 3 თვის განმავლობაში
მეძუძურმა დედამ დიეტა უნდა დაიცვას. უნდა მოერიდოს ისეთი პროდუქტების უმი სახით ჭამას, როგორებიცაა: ატამი, ქლიავი, ისპანახი, ჭარხალი და ბოლოკი. ასევე "გამბერავი" ხილის მირთმევას. თუმცა, ამ დროს ქალი მეორე უკიდურესობაში ვარდება. ერთი მხრივ არ შეიძლება ხილისა და ბოსტნეულის ჭამა, მეორე მხრივ არ უნდა დაუშვას შეკრულობის გამოწვევა. ამიტომ, ხშირად მოიმზადეთ გამომცხვარი ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო. მიირთვით ორთქლზე მოთუშული ვაშლი და გარგარი. შეგიძლიათ მიირთვათ თხელი ფაფები და მაწონი.

mshoblebi
კითხვა: რა სიხშირით ვაჭამოთ პატარას ზაფხულში?

პასუხი: ბავშვის ნდომისთანავე, ნებისმიერ ამინდში. სიცხეში ბავშვმა კვების რეჟიმი შეიძლება შეცვალოს - გაახშიროს
ან შეამციროს. თეორიულად, სიცხეში ბავშვი ძუძუსთან ხშირად მიიყვანეთ, თუ, რა თქმა უნდა, მისი ტირილი გამოწვეული არაა დასვრილი საფენით, უხერხული პოზით ან სიცხით.


კითხვა: საჭიროა ჩვილისთვის წყლის მიცემა ზაფხულში?
პასუხი: საკამათო თემაა. პედიატრების ნაწილი ამტკიცებს, რომ ბავშვს წყალი უნდა დაალევინოთ, რძე კი საკვებია. მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ დედის რძე საკმარის წყალს შეიცავს. ამიტომ დააკვირდით, თუ ბავშვი აქტიურია, სწრაფად იმატებს წონაში, რეგულარულად შარდავს, არ ოფლიანობს, მაშინ ის საკმარის სითხეს იღებს. ხოლო თუ კანი მშრალი აქვს და სხვა სიმპტომებითაც ავლენს წყლის მოთხოვნილებას, პედიატრთან შეთანხმებით მიიღეთ გადაწყვეტილება, წყალი დაალევინოთ თუ არა.

კითხვა: შეიძლება თუ არა ზაფხულში ძუძუთი კვების შეწყვეტა?
პასუხი: ზაფხული ინფექციების, კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობის დარღვევის სეზონია. ძუძუთი კვება იცავს ბავშვს სხვადასხვა დაავადებისგან. გარდა ამისა, ლაქტოსტაზის მცირე რაოდენობამაც კი, მაღალი ტემპერატურის დროს, დედას შეიძლება სერიოზული უსიამოვნება - მასტიტი შეუქმნას.
4505
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```