დედას ძალიან უჭირს ატირებული ჩვილის დამშვიდება ახალშობილის მშობლებისთვის პირველი სერიოზული განსაცდელი პატარას მუცელში გაზების დაგროვებაა. სამშობიაროდან ახალგამოსულ დედას ძალიან უჭირს ატირებული ჩვილის დამშვიდება. სპეციალური წვეთების მიღების მიუხედავად, კოლიკა (გაზების დაგროვება, რომელსაც სპაზმური ტკივილები ახლავს) საშინელ ტკივილებს იწვევს. უებარი მედიკამენტური საშუალება ამ დროს არ არსებობს - ამაში ბევრი დედა დაგვემოწმება. მასაჟი და მუცელზე წოლა ამ დროს გაცილებით ეფექტურია. სხვათა შორის, პედიატრები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბავშვებს, რომლებიც დედას ხშირად უჭირავს ხელში, იხუტებს და ანანავებს, ტკივილები ნაკლებად აწუხებთ.
ამჯერად წარმოგიდგენთ მასაჟს კოლიკისთვის. ეს ვიდეოგაკვეთილი დეტალურად აგიხსნით, როგორ ჩაუტაროთ ეს პროცედურა პატარას. (ვიდეოს ჩასართავად დააწკაპუნეთ მთავარ ფოტოზე)
წაიკითხეთ კიდევ 5 წესი, რომ ბავშვს კოლიკის შეტევა შეუმსუბუქოთ