პირველი მითი: არ შეიძლება მძინარე ბავშვის გაღვიძება
როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს ორ-სამ საათში ერთხელ ჭამა უწევს? არ გავაღვიძოთ?
სინამდვილეში, ჩვილების გაღვიძება მართლა არ შეიძლება. ასე იმ შემთხვევში უნდა მოიქცეთ, თუ პატარა წონაში ცუდად იმატებს. ძილის გამო კვება არ უნდა გამოტოვოს. ხოლო თუ პატარა კარგად ჭამს და წონაშიც სტაბილურად იმატებს, იძინოს რამდენიც უნდა.
მითი მეორე: საწოლზე უსაფრთხოებისთვის დალაგებული ნივთები პატარას ტრავმებისგან იცავს.
ბავშვმა შეიძლება მართლაც იტკინოს, თუ საწოლის კიდეს ჩამოარტყა თავი ან კიდური, მაგრამ ის უფრო საშიშია, საწოლზე დალაგებულ ნივთებში რომ გაიხლართოს.
მითი მესამე: სანამ ბავშვს სძინავს, გარშემო იდეალური სიჩუმე უნდა იყოს.
სიჩუმე საჭიროა, სანამ ბავშვი ჩაიძინებს. მერე შეგიძლიათ, მშვიდი მელოდია ჩაურთოთ. მუცლად ყოფნის პერიოდში ბავშვი სხვადასხვა ხმას ისმენდა. ასე, რომ მცირე ხმაური არ ძილს არ დაუფრთხობს.