წლამდე ასაკის ბავშვის კვება შეკრულობის დროს
წლამდე ასაკის ბავშვის კვება შეკრულობის დროს
შეკრულობა ანუ ყაბზობა ნაწლავთა ფუნქციის ყველაზე გავრცელებული დარღვევაა და წლამდე ასაკის ბავშვთა 20-35%-ში, უმეტესად - ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებში გვხვდება. შეკრულობა მხოლოდ ზოგად მდგომარეობასა და განწყობას კი არ აუარესებს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სხვა შინაგანი ორგანოების დაავადებათა განვითარებასაც უწყობს ხელს. შეკრულობის დიაგნოზს სვამენ, როდესაც აღინიშნება:
  • დეფეკაციის აქტებს შორის ინტერვალის გახანგრძლივება;
  • გახანგრძლივებული ჭინთვა;
  • მყარი განავალი.

ჩვილისთვის შეკრულობის რისკფაქტორებია:
  • ახლო ნათესავებს შორის კუჭ-ნაწლავის დაავადებათა არსებობა;
  • დედის ავადმყოფობა ორსულობისას;
  • დღენაკლულობა;
  • თავის ტვინის პერინატალური დაზიანება;
  • საკვებისმიერი ალერგია;
  • ნაწლავთა დისბაქტერიოზი.

შეკრულობის ყველაზე ხშირი
მიზეზი, განსაკუთრებით - სიცოცხლის პირველ 6 თვეს, არასწორი ან არაბალანსირებული კვებაა. აქედან გამომდინარე, პროფილაქტიკისა და მკურნალობის საფუძველია დიეტოთერაპია, რომლის მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს ნაწლავთა მოძრაობით აქტიურობას და მოხსნას სპაზმი.

წლამდე ასაკის ბავშვის დიეტოთერაპიის ძირითადი პრინციპები
რაციონი უნდა აკმაყოფილებდეს საკვები ნივთიერებებისა და ენერგიის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას.
საკვებიდან უნდა გამოირიცხოს ზედმეტი ცილა და ცხიმი - ისინი აფერხებს ნაწლავთა მოტორიკას. 
რაციონი უნდა გამდიდრდეს საკვები უჯრედისით;
უნდა მოხდეს ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზება. იხილეთ გაგრძელება
7978
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```