როდის და რა საკვებითა და ხილით უნდა გადავიყვანოთ ბავშვი დამატებით კვებაზე - 5-დან 12 თვემდე
როდის და რა საკვებითა და ხილით უნდა გადავიყვანოთ ბავშვი დამატებით კვებაზე - 5-დან 12 თვემდე
რომელი საკვები როდის და რა რაოდენობით უნდა დავამატოთ ბავშვის მენიუში. როგორ შევარჩიოთ ბავშვის ორგანიზმისთვის შესაფერისი საკვები, ამ თემაზე პედიატრიული პრივატკლინიკის პედიატრი ლიკა თედიაშვილი გვესაუბრება.

- პირველი 6 თვის განმავლობაში ქალის რძე მთლიანად აკმაყოფილებს ბავშვის მოთხოვნილებას საკვებსა და სითხეზე. 6 თვის შემდეგ კი ბავშვის ინტენსიურ ზრდასთან ერთად, იზრდება მისი კვებითი და ენერგეტიკული მოთხოვნილება, რის გამოც აუცილებელი ხდება დედის რძესთან ერთად დამატებითი საკვების მიწოდება, კვებითი რაციონის ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, მიკროელემენტებითა და ვიტამინებით შესავსებად. ბავშვი უნდა იკვებებოდეს მრავალფეროვანი საკვებით. ასაკის გათვალისწინებით მან უნდა მიიღოს
პროდუქტი საკვების ყველა ჯგუფიდან.
• ხილი და ბოსტნეული
• ბურღულეული
• ხორცი და რძის პროდუქტი
• ცხიმები (მცენარეული და ცხოველური)

ხელოვნურ კვებაზე მყოფ პატარებში კი ეს ყველაფერი 5 თვიდან იწყება.

- როგორი უნდა იყოს დამატებითი კვების სიხშირე?
ჯანმრთელმა ძუძუთი კვებაზე მყოფმა ბავშვმა დამატებითი საკვები უნდა მიიღოს დღეში საშუალოდ:
• 6-8 თვის ასაკში 2-3 ჯერ
• 9-11 თვის ასაკში 3-4 ჯერ
• 12-24 თვის ასაკში 4 ჯერ

- როგორი ინტერვალი უნდა დავიცვათ კვებებს შორის?
- დამატებით კვებებს შორის აუცილებელია საათობრივი რეჟიმის მკაცრი დაცვა (არანაკლებ 3,5-4 საათისა). კვებათა შორის დასაშვებია წახემსება (მაგ. ხილფაფის მიწოდება 1-2 ჯერ დღეში).

- რა უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ბავშის მენიუში დამატებითი საკვები შემოგვაქვს?

• ბავშვისთვის საკვები უნდა
მომზადდეს ყოველი კვების წინ.
• საკვების მომზადებისას აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა.
• ბავშვის შეგუება ახალ საკვებთან უნდა მოხდეს თანდათანობით, სასურველია ახალი საკვების პირველი ულუფა დღის განმავლობაში შადგენდეს 5-10 გრამს (1-2 ჩაის კოვზი) და თანდათან გაიზარდოს. დამატებითი საკვების მინიმალურ რაოდენობად მიჩნეულია 4 სუფრის კოვზი (80-100გ), დამატებითი საკვები 9 თვემდე ასაკის ბავშვს ეძლევა ძუძუთი კვების შემდეგ, ხოლო 9 თვის შემდეგ - ძუძუთი კვებამდე.
• მარცვლეულის ფაფის დამატება იწყება უგლუტეინო მარცვლეულით (წიწიბურა, ბრინჯი, სიმინდი).
• ხილფაფის და ბოსტნეულის პიურეს დაწყებისას თავდაპირველად იყენებენ ერთი სახეობის პროდუქტს, რომელსაც თანდათან ემატება განსხვავებული ხილი და ბოსტნეული 1-2-დღიანი ინტერვალით.
• ბავშვის კვება უნდა განხორციელდეს კოვზით, რომელიც ხელს უწყობს საღეჭი კუნთოვანი აპარატის განვითარებას.

- რა არის არის რეკომენდირებული დამატებითი საკვების მიცემის დროს?

• დამატებითი საკვების მიწოდება ბოთლით და საწოვარით.
• ბავშვის საკვებისთვის მარილის და შაქრის დამატება.
• 12 თვემდე ძროხის რძის გამოყენება, რადგან იგი იწვევს რკინის შეწოვის შეფერხებას და ანემიას.
• თაფლის გამოყენება წლამდე, რადგან იგი ასოცირდება ალერგიის ან ბოტულიზმის განვითარების რისკთან.
• ჩაი შეიცავს დიდი რაოდენობით ტანინებს და აფერხებს რკინის შეწოვას.
• ბავშვისთვის 2 ან მეტი ახალი პროდუქტის ერთდროულად მიცემა, შემდგომი ახალი პროდუქტის დამატება უნდა მოხდეს რამდენიმედღიანი ინტერვალის დაცვით, მას შემდეგ, რაც ბავშვი იღებს წინა დამატებითი საკვების სრულ ულუფას.

- რას გვეტყვით ვადებზე, თვეების მიხედვით, როდის რომელი საკვები მივცეთ ბავშვს?

5-5.5 თვიდან - ფაფა.
6-6.5 თვიდან - ვაშლის წვენი.10-15 წვეთიდან ნელ-ნელა ავიდეთ 5-6 ჩაის კოვზამდე. ასევე შეიძლება ალუბლის, ქლიავის, ატმის და გარგრის წვენი.
5.5-6 თვიდან - ბოსტნეულის პიურე.
6.5 თვიდან - მაწონი.
6.5 თვიდან - ხბოს, წიწილას ან ხბოს ხორცი.
8-8.5 თვიდან - ხაჭო, მაწონი ერთად გათხელებული.
11 თვიდან კვერცხი (თავდაპირველად რაციონში ჩავრთოთ კვერცხის გული 1/5 ოდენობით, შემდეგ კვერცხზე ალერგიის არმქონე ბავშვებში შეიძლება მისი თანდათანობით გაზრდა 1 მთლიან კვერცხის გულამდე, ბოსტნეულის პიურეში ჩახეხილი.
1 წლიდან თევზი (კარგად მოხარშული ფხებგაცლილი, ორაგული ან კალმახი).

mshoblebi
გაგიზიარებთ რამდენიმე რეცეპტს, რომლით მომზადებული ახალი საკვებიც ძალიან მოეწონებათ თქვენს პატარებს:

ფაფის მომზადების წესი
2 ჩაის კოვზი წიწიბურა ან 2 ჩაის კოვზი სიმინდის ფქვილი ან 2 ჩაის კოვზი შვრია იხარშება 120 მლ წყალზე. მოხარშულს და გაგრილებულს ემატება 50-60 მლ რძე იგივე ტემპერატურის და ორივე ერთად წამოადუღეთ (4 ჩაის კოვზი იხარშება 200 მლ წყალზე). შეგიძლიათ ჩაახეხოთ 1-2 შავი ქლიავის ან გარგრის ჩირი. დაამატეთ 1-2 კოვზი კარაქი.

ბოსტნეულის პიურეს მომზადების წესი
თავდაპირველად ბოსტნეულის პიურე მზადდება 1 კომპონენტისგან, მაგალითად, კარტოფილით (ავიღოთ 1 საშუალო ზომის კარტოფილი, მოვამზადოთ მისგან პიურე და თავდაპირველად მივცეთ 20-30 გრამი, რამდენიმე დღეში პიურეს მომზადებისას მცირე ზომის კარტოფილს დავამატოთ მცირე ზომის სტაფილო, რამდენიმე დღეში ამ კომპონენტებს ემატება მცირე ზომის ჭარხალი).

როცა ბავშვი შეეჩვევა ამგვარი მომზადების პიურეს, შემდეგ შეგვიძლია პიურე მოვამზადოთ შემდეგნაირად:
1 ცალი მცირე ზომის კარტოფილი+მცირე ზომის ჭარხალი+1 ცალი გულგამოცლილი სტაფილო+1 ცალი ბროკოლი+ყვავილოვანი ან ჩვეულებრივი კომბოსტოს ფოთოლი. პირველი წამონადუღი გადაღვარეთ, მეორე გამოცვლილ წყალში დაუმატეთ 1 კბილი ნიორი, ხახვის 1 რგოლი, კამის, ოხრახუშის ფოთლები. მოხარშვის შემდეგ ფოთლები ამოიღეთ, დარჩენილი მასა გახეხეთ და შეაზავეთ თავისივე წვენით. 100-150-200 გრამს სჭირდება 1-1.5-2 კოვზი სიმინდის ან ზეითუნის ზეთი.

ბოსტნეულის პიურე+ხორცი მომზადების წესი
ცალკე მოხარშული და 3-ჯერ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული წიწილას, ხბოს ან ახალგაზრდა საქონლის ხორცი. 2-3 ჩაის კოვზიდან ნელნელა ავიდეთ 5-6 კოვზამდე პიურეში შეზელილი.

კარტოფილის პიურე+ხორცი
კარტოფილის თხელი პიურე ჩახეხილი ხბოს ან წიწილას ხორცით, ჩახეხილი სულგუნით, 0.5 ჩაის კოვზი კარაქით.

ხაჭოს მომზადების წესი
100 გრამი უმი რძე წამოდუღებისას აჭერით 1 ან 2 ჩაის კოვზი კალცი ქლორატით. 1 ჩაის კოვზიდან ავიდეთ 3-4 ჩაის კოვზამდე. შემდეგ (11 თვიდან) შეგიძლიათ ხაჭოსთან ერთად მივცეთ ხილი. 2 ჩაის კოვზი+ბანანი+ორცხობილა+ვაშლი.

მაწვნის მომზადების წესი
0.5 ლ დაბალცხიმიანი რძე+1 ჩაის კოვზი მაწვნის დედო. შეფუთეთ 3 საათით, შემდეგ შედგით მაცივარში 8 საათი. 100 გრამს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი შაქრის პუდრი.

1 წლიდან ბავშვს უკვე შეუძლია მიირთვას საკვები საერთო მაგიდიდან, ამ პერიოდიდან უკვე მნიშვნელოვანია, რომ საკვები გამოიყურებოდეს მადისაღმძვრელად, ამიტომ შეგვიძლია კერძები გავაფორმოთ ლამაზად.
129748
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ნატ
0
გადმომღერებულია მიქელაძის კვების ცხრილი
20:25 / 02-03-2020
koko
19
ორაგული და კალმახი როგორ შეიძლება ბავშვისთვის, ალერგიულია და ყოვლად დაუშვებელია მისი ბავშვისთვის მიცემა.
14:47 / 19-12-2016
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი