5 დაავადება, რომელსაც ზურგზე წოლა იწვევს
5 დაავადება, რომელსაც ზურგზე წოლა იწვევს
ბავშვის ძილი მეტად მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვის მდებარეობა საწოლში. ახალშობილის ძილი - არის მდგომარეობა, რომელშიც ბავშვი სიცოცხლის პირველ რამდენიმე თვეს ატარებს. როგორ დავაწვინოთ ბავშვი - გვერდზე თუ ზურგზე?

რატომ გვერდზე?
უკანასკნელ წლებში ექიმები ხშირად აძლევენ რეკომენდაციას მშობლებს, რომ ბავშვი დააძინონ გვერდზე. ამის მიზეზია ის, რომ ახალშობილები ძილში ხშირად ამოაღებინებენ ხოლმე საკვებს. თუ ბავშვი უმეთვალყურეოდაა და აღებინებს, გვერდზე წოლის შემთხვევაში მას არ ემუქრება დახრჩობა. თუმცა, ბევრი სპეციალისტი ამბობს, რომ
უნდა დააწვინოთ ბავშვი მუცელზე, თუკი ის თავს კომფორტულად გრძნობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას იძლევა დააწვინოთ ახალშობილები მხოლოდ ზურგზე დააწვინოთ, თუმცა მაგრამ პედიატრები, ნევროლოგები და ორთოპედები საყრდენ-მამოძრავებელი უნარების გათვალისწინებით ახდენენ ახალშობილის შეფასებას. ამ პროფილის ექიმებმა ატეხეს განგაში და ამისთვის ჰქონდათ კიდეც საფუძველი:

• ტანდეგობის დარღვევა ბავშვთა ასაკში 6-ჯერ გაიზარდა ზურგზე წოლის ჩვევის დაფუძნების შემდეგ.
• „კისერმრუდობის“ დიაგნოზი ხშირად ესმევათ ბავშვებს, რომლებიც მხოლოდ ზურგზე წვანან.
• ხშირად შეიმჩნევა შეფერხება განვითარებაში, სახის ასიმეტრია და ახალშობილების სიელმე (ისინი ხომ ვერ იცვლიან დამოუკიდებლად სხეულის სტატიკურ მდებარეობას).
• ასევე შეიმჩნევა გონებრივი და ფსიქომოტორული განვითარების შეფერხება.
• გამუდმებით ზურგზე წოლამ შეიძლება გამოიწვიოს (კეფის მიდამოს) თავის ტვინის ქერქში ზოგიერთი ფუნქციის შეზღუდვა.

ასე
რომ, საჭიროა ვიპოვოთ ოპტიმალური გამოსავალი. ყურადღება მივაქციოთ და უმეთვალყურეოდ არ დავტოვოთ პატარა. ამოქაფების დროს სწრაფად ავიყვანოთ ხელში. ძილის დროს დავაწვინოთ ხან ერთ, ხან - მეორე გვერდზე, ხან ზურგზე და ცოტა რომ წამოიზრდება (1 თვის მერე) - მუცელზეც. ხშირად უცვალეთ პოზა - ერთი ძილი მუცელზე, მეორე ძილი - გვერდზე და ა.შ., რომ გამუდმებით ერთ პოზაში არ ეძინოს.
16964
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
Deda
0
ცოტა არ იყოს არასერიოზული საიტია - ერთ სტატიაში წერთ, რომ მხოლოდ ზურგზე წოლაა უსაფრთხო და მეორეში ამბობთ, რომ არ შეიძლება. იქნებ დაუკვირდეთ კონტენტს. ყველა პედიატრი ზურგზე წოლის მომხრეა, რადგან ეს პოზიცია უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკებს ამცირებს.
15:06 / 06-04-2018
თამარი
0
ესეგი აკვანი მავნებელია ბავშვისთვის , ბავშობიდნ ისე მეზზიზღებოდ კვნები ბავშვების მაგივრად მე მეხუთებპდა სული,ჩემები ახლოსაც არ გავაკარე აკვანს არც თავი დაუბრტყელდათ და მუთაქასავითაც ვაგორავებდი რომ ორივე მხარეს დაწოლილიყვნენ, ,უმცროს ზურგზე“უყვარდა წოლა და ასე რომ არ მოქცეულიყო ბალიშს ამოვუდებდი რომარ გადაგორებულიყო ზურგზე, სახის სიმეტრიაც დავიცავით და თავის ფორმაც ,
01:32 / 25-01-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```