რა თანმიმდევრობით უნდა ამოსდიოდეს ბავშვს კბილები - იხილეთ სქემა და შეადარეთ
რა თანმიმდევრობით უნდა ამოსდიოდეს ბავშვს კბილები - იხილეთ სქემა და შეადარეთ
არსებობს გარკვეული კანონზომიერება, თუ რა თანმიმდევრობით და რა ვადებში უნდა ამოსდიოდეს ბავშვს კბილები. რასაკვირველია, ყოველთვის ასე არ ხდება და ზოგს თუ 6 თვიდან ეწყება პირველი კბილის ამოჭრა, სხვას ეს დრო ერთ წლამდე არ უდგება. გენეტიკა, განვითარების დონე, რაქიტი, კალცის ნაკლებობა და სხვა ფაქტორები ამაზე გარკვეულ გავლენას ახდენს. ყველა ინდივიდუალურ შემთხვევას პედიატრი აკონტროლებს და დასკვნებიც მას გამოაქვს, არის თუ არა ესა თუ ის ფაქტი საგანგაშო. ჩვენ გთავაზობთ სქემას, რომელიც ბავშვის საშუალო
განვითარების მიხედვით შეადგინეს პედიატრებმა - „ჩვეულებრივ“, ამ სქემის მიხედვით ამოსდის ბავშვს კბილები.


mshoblebi
თუ თქვენს შვილს ასეთი მიმდევრობით არ ამოსდის, ამის გამო განგაშს ნუ ატეხთ. დღეს ბავშვები ძალიან ინდივიდუალურები და ერთმანეთისგან გამორჩეულები არიან, დაბადებიდანვე და რაც ადრე ძირითადი მასისთვის ნორმა იყო, დღეს გაცილებით ნაკლებია ასეთი „ძირითადი მასა“, რომელიც ნორმებს ემორჩილება.
მეტი თვალსაჩინოებისთვის ეს ფოტოც შეგიძლიათ ნახოთ.
mshoblebi
45909
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (11)
ნინო
0
3 თვის ბავშვს ეშვმა ამოჭრა რამე საშიში ხო არაა, როგორ მოვიქცე ამ დროს?
10:56 / 23-10-2019
ლანა
2
ჩემი პატარაა 5 თვისაა დაა წინა კბილის მაგივრად , ქვედა ყბაზე გვერდითაა კბილმაა ამოჭრაა , რამნენად ნორმალურია ეს ფაქტი?
23:41 / 06-08-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?