სჯობს ბავშვმა სახლში ფეხშიშველმა იაროს
სჯობს ბავშვმა სახლში ფეხშიშველმა იაროს
თანამედროვე შეხედულების თანახმად, ტერფის განვითარებას ხელს უწყობს ფეხშიშველი სიარული. სჯობს ბავშვი სახლში ფეხშიშველა იყოს, ოღონდ იმ პირობით, თუ შესაბამისი სითბო გაქვთ და იატაკი ძალიან ცივი არ არის.
ბავშვს ტერფის თაღი თავდაპირველად არ აქვს გამოხატული, იგი ბრტყელია. როცა იგი დგას ან ენერგიულად დადის უსწორმასწორო ან უხეშ ზედაპირზე, ეს ფეხის კუნთების განვითარებასა და გამაგრებას უწყობს ხელს. თუ თქვენი ბავშვი მუდამ გლუვ, სწორ იატაკზე დადის და ფეხზეც მუდამ ფეხსაცმელი აცვია (მით უმეტეს - მაგარძირიანი), ტერფის კუნთები სუსტდება და თავს იჩენს ბრტყელტერფიანობა. ფეხის კუნთებს
მუშაობის შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ, ექიმები მშობლებს ურჩევენ, პირველად ნახევრად მაგარძირიანი ფეხსაცმელები ჩააცვან. ფეხსაცმელები და წინდები თავისუფლად უნდა ჰქონდეს ფეხზე, რათა ფეხის თითები არ მოეკეცოს; მაგრამ არც ისე დიდი ზომისა, რომ ბავშვი სიარულის დროს წაიქცეს.
როცა ბავშვი ცდილობს ფეხზე დადგომას დამოუკიდებლად, უკვე საჭიროა მისთვის ფეხსაცმელი. იგი უნდა იყოს წინ დახურული და კოჭებამდე, რათა არ მოხდეს ფეხის ამოტრიალება.
თუ ექიმი თქვენს ბავშვს ორთოპედიულ ფეხსაცმელს უნიშნავს, რომელიც სუსტი კოჭების, ფეხმოქცეული სიარულისა და სხვა პათოლოგიების გასასწორებლადაა დანიშნული, იგი უხეშძირიანი უნდა იყოს, სუპინატორებით და ა.შ. ორთოპედიული ფეხსაცმელები ინდივიდუალურად იკერება და მისი შეცვლა ფეხის ზომასთან ერთად უნდა მოხდეს. ასეთი ფეხსაცმლიდან ჩვეულებრივზე გადასვლა მხოლოდ ორთოპედის ნებართვით შეიძლება. თუ პატარას პედიატრმა და ორთოპედმა
სუპინატორი ურჩიეს, ის ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოთ ან დაამზადებინოთ, თანაც – მხოლოდ და მხოლოდ სამი წლის ასაკიდან. მანამდე ტერფი ჩამოუყალიბებელია და ძნელია განსაზღვრა, სჭირდება თუ არა პატარას "ბორცვიანი" სამკურნალო ფეხსაცმელი. ასე რომ, თუ მაინც და მაინც სუპინატორიანი ფახსაცმლის შეძენა გსურთ, გირჩევთ, საშუალო ზომის, რბილბორცვაკიანი და ნასვრეტებიანი შეარჩიოთ. ზოგჯერ უხარისხო ფეხსაცმელს სუპინატორის ადგილას მხოლოდ ნასვრეტები აქვს და თითით მოსინჯვისას შემაღლება არ შეიგრძნობა. ასეთი ფეხსაცმლის შეძენას არამც და არამც არ გირჩევთ.

mkurnali.ge

ასევე იხილეთ
61786
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
ნანა
0
4wlinaxwvris myavs da ezoshi unda pexshishvelma iaros da tu Ari's rekomendirebuli tu acvia pexze chustebi isini ukugma acvia sul
12:02 / 10-09-2020
lana
2
აუცილებლად ფეხშიშველი უნდა იყოს? ცინდა რომ ეცვას არ შეიძლება? ჩემი გოგო თხელი ცინდებით დადის.
09:42 / 18-06-2016
მსგავსი სიახლეები