ძუძუთი კვება 2 წლის შემდეგ ბავშვის ჯანმრთელობას ემუქრება
ძუძუთი კვება 2 წლის შემდეგ ბავშვის ჯანმრთელობას ემუქრება
ორ წლამდე ბავშვის ძუძუთი კვება პედიატრების მიერ რეკომენდებული და სასურველიცაა. თუმცა ამ დროის გადამეტება სულაც არ არის სასარგებლო, პირიქით, თურმე ბევრ ცუდ რამესაც იწვევს - მაგალითად, ნაადრევ კარიესს პატარებში. ასევე იმ ბავშვებში გვხვდება იგივე შედეგი, რომლებიც თუნდაც ორ წლამდე ძირითადად დედის რძით იკვებებიან და ნაკლებად იღებენ სხვა საკვებს.
ძუძუთი კვების საყოველთაო პროპაგანდის ფონზე ბევრ დედას მცდარად მიაჩნია, რომ რაც შეიძლება მეტ ხანს და "სრულფასოვნად" უნდა კვებოს ბავშვი ბუნებრივად. კალიფორნიის უნივერსიტეტის
მეცნიერთა ჯგუფმა კი დაადგინა, რომ ორი წლის შემდეგ ძუძუთი კვება ნაადრევ კარიესს იწვევს... ექსპერიმენტში, რომელიც წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა, 458 ბავშვი მონაწილეობდა. ბავშვების ერთი ჯგუფი ექვს თვემდე იყო ძუძუთი კვებაზე, რის შემდეგაც მათ რაციონში დედის რძის გარდა ბოსტნეული, ხილი, ფაფეული, წვნიანები, წვენები დაამატეს. მეორე ჯგუფი კი მთელი ორი წელი მხოლოდ ძუძუთი იკვებებოდა და მერეც ასე აგრძელებდა. ამ ბავშვების 48 პროცენტს ნაადრევი კარიესი განუვითარდა.
თუმცა მეცნიერები კვლევის შედეგებს არ უკავშირებენ თვით კვებას, არამედ კვების მეთოდს. როცა ბავშვი გამუდმებით ძუძუს ან საწოვარას წოვს, მისი ნერწყვი აღარ ხვდება კბილებზე. ნერწყვი კი მავნე ბაქტერიებისგან დამცავი ბარიერია. საკმარისი რაოდენობის ნერწყვის არარსებობის შემთხვევაში, ბაქტერიებს გზა ეხსნებათ დამანგრეველი ქმედებებისთვის. ამიტომაც
ბავშვები, რომლებიც ძალიან გვიან გადადიან მყარ, "მოზრდილთა" საკვებზე, როგორც წესი, უფრო ხშირად იტანჯებიან სარძევე კბილების კარიესით.
15561
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
თეონა
0
გამარჯობათ 3 წლი ნახევრის ბავშვი მყავს და ძუძუს ვერ ვაჩვევ რა აღარ ვცადე მაგრამ ამაოდ იქნებ მირჩიოთ რამე??
21:28 / 08-02-2018
elene
0
Chemi bichi oriwlis da xuti tvisa yvelapers chams tumca dzudzus gareshe ar daidzinebs ra aga wavisi amaod is kiarada mware wiwakas tavis xelit mismevs da mainc chams rogor gadavachvio ar vici
22:46 / 23-07-2016
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?