"ვინც ბაღში არ ატარებს ბავშვს, სკოლაში იწყებს ვირუსებით ავადმყოფობას" - ცნობილი პედიატრი "ბაღის ვირუსების" შესახებ
"ვინც ბაღში არ ატარებს ბავშვს, სკოლაში იწყებს ვირუსებით ავადმყოფობას" - ცნობილი პედიატრი "ბაღის ვირუსების" შესახებ
ყველა მშობელმა იცის, რომ ბაღში ბავშვის მიყვანის პირველ ეტაპზე პატარა შეიძლება ვირუსული ინფექციებით დაავადდეს. ამის გამო ბევრი დედა წუხს და ვეღარ გადაუწყვეტია, ისევ ატაროს ბავშვი ბაღში თუ სახლში დატოვოს. მსგავს კითხვას სოციალურ ქსელში ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი ეხმაურება.
"ბავშვი იმუნიტეტის აქტიურ განვითარებას იწყებს 2-წლიდან 6 წლამდე იმიტომ, რომ დედისგან მიღებული იმუნიტეტის კარგვა ხდება, იმუნიტეტი წარმოიქმნება ვირუსებთან ურთიერთობით, იმუნიტეტის წამალი არ არსებობს, ან რა უნდა გააძლიერო რაც არ არის, მჯო-მ ნორმად
მიიჩნია, რომ ბავშვი ავადობს ვირუსული ინფექციით წელიწადში 6-8 ჯერ, რათა შეიქმნას იმუნოლოგიური მეხსიერება, მერწმუნეთ, ვინც ბაღში არ ატარებს ბავშვს, სკოლაში იწყებს ავადმყოფობას! ამიტომ შეიძლება ერთადერთი რამ მოგიწოდოთ ყველას. ბავშვს ნუ მიიყვანთ ბავშვთა დაწესებულებაში ავადმყოფობის პერიოდში, სხვის შვილებსაც გაუფრთხილდით და თქვენც დაიცავით გართულებებისგან, ცხვირთან მოუსვით ანტივირუსული მაზი, რომელიც მექანიკურად იცავს ვირუსის ლორწოვანში შეჭრისგან და არის "არამოძალადე" იმუნომოდულატორი, აცერთ სეზონურ გრიპზე, დაიცავით ყველამ ჰიგიენის ნორმები, ყოველ 2 საათში გაანიავონ ბაღში ოთახები, ოღონდ ნუ მოაქცევენ ბავშვებს ორპირში. მასწავლებელი ვალდებულია, არ მიიღოს ავადმყოფი ბავშვი", - წერს ინგა მამუჩიშვილი.

alt"არ არის საჭირო, ბავშვის ხელიდან გამოგლეჯა... მასწავლებლებმა რომ იციან, გამოგლეჯენ მშობლებს ბავშვს და ეტყვიან, წადითო"

altგრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 ოქტომბრიდან დაიწყება

altპაატა იმნაძის

დეტალური რეკომენდაციები გრიპის ვირუსთან და საგანგაშო სიმპტომებთან დაკავშირებით


5507
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
0
Exla imdnnairi virusaia bagebshi adre rac ar iko saertod.rosi bralia neta?
01:55 / 26-09-2019
მარი
0
წარმოუდგენელი სისულელე არ შეიძლება ყველაფერი თქვა რაც პირზე მოგადება
00:38 / 26-09-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?