სიმპტომები, რომლებიც გკარნახობენ, რომ ბავშვს ფილტვების ანთება აქვს
სიმპტომები, რომლებიც გკარნახობენ, რომ ბავშვს ფილტვების ანთება აქვს
ყველაზე ხშირად ბავშვებში ფილტვების ანთების (პნევმონიის) მიზეზი ვირუსული ინფექციებია. მის არსებობაზე ეჭვი შეგიძლიათ შეიტანოთ განსაკუთრებით ვირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ, თუ ბავშვს აღენიშნება შემდეგი სიმპტომები:

1. ავადობის მე-4-მე-5 დღეს გაუმჯობესების ნიშნები არ არის.
2. როცა ვირუსულ ინფექციას თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, რომელიც ავადობის მე-5 დღესაც არ იკლებს.
3. მოურჩენელი ხველა, სუნთქვის გაძნელება, ხველება ღრმად ჩასუნთქვის შემდეგ.
4. კანის აშკარა სიფერკმთალე.
5. სისუსტე ტემპერატურის მომატების გარეშე.
6. გამოჯანმრთელების შემდეგ ბავშვის ზოგადი მდგომარეობის
გაუარესება.
7. ხშირი და ქოშინის მსგავსი სუნთქვა.

როგორ დგება ფილტვების ანთების დიაგნოზი
თუ ეჭვი გაგიჩნდათ, აუცილებად მიმართეთ პედიატრს. ის ფილტვების მოსმენით დაადასტურებს ან უარყოფს თქვენს ეჭვს. თუმცა დაზუსტებისა და დაავადების სიმძიმის დასადგენად ფილტვებზე რენტგენის სურათის გადაღებას მოგთხოვენ. სურათში გარკვევით გამოჩნდება, რა დონეზე მიმდინარეობს ანთება, სისხლის ანალიზით კი ბაქტერიული ინფექციის არსებობა ან არარსებობა გაირკვევა.
ვინაიდან პნევმონია ბაქტერიულ ინფექციაა, ექიმი ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსს ნიშნავს. ეს მითითებები ზედმიწევნით ზუსტად უნდა შეასრულოთ. ანტიბიოტიკების თვითნებურად შეწყვეტა ან დოზის შეცვლა ყოვლად დაუშვებელია. ამით ბაქტერიები შეიძლება უფრო გააძლიეროთ და დაავადება კიდევ უფრო დაამძიმოთ.


მსგავს თემაზე იხილეთ სტატიები:
რა არ უნდა გააკეთოთ, როცა ბავშვს სიცხე აქვს
როგორ უნდა მოუაროთ ბავშვს, რომელიც
ავად არის?

როგორ მოვამზადოთ ბავშვები ზამთრისთვის - ცნობილი პედიატრის რჩევები
48884
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?