ბავშვი ხშირად ცივდება? როდის მივმართოთ იმუნოლოგს
ბავშვი ხშირად ცივდება? როდის მივმართოთ იმუნოლოგს
ბავშვი უკვე სკოლაში დადის, მაგრამ ისევ ხშირ-ხშირად ავადმყოფობს. გეჩვენებათ, რომ თქვენი შვილი უფრო ხშირადაა ავად, ვიდრე სხვა მისი თანატოლები - თვეში ორ-სამჯერ. არის თუ არა ეს ნიშანი, რომ ბავშვის იმუნური სისტემა დასუსტებულია და იმუნოლოგთან ვიზიტის დროა?
ვირუსებთან ადაპტაციას ყველა ბავშვის ორგანიზმი სხვადასხვანაირად ახერხებს. ამის გამო ბავშვებს ტალღისებული ავადმყოფობის ტენდენციები ახასიათებთ - შეიძლება, ერთი ან ნახევარი წელიწადი ყოველთვე ავად ხდებოდეს, შემდეგი ნახევარი ან ერთი წელი საერთოდ არ გახდეს ავად.
ეს ყველაფერი ნორმის ფარგლებშია და შეშფოთების მიზეზი არ გაქვთ. საერთოდ, სკოლამდელ და
დაწყებითი კლასების მოსწავლეებს "უფლება აქვთ", წელიწადში დაახლოებით 10-ჯერ გაცივდნენ. დიახ, ესეც ნორმის ფარგლებშია.
სამაგიეროდ, უნდა გაირჩეს ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები. თუ მწვავე რესპირატორული ვირუსულ ინფექციებზეა საუბარი, მართლაც არაფერი გაქვთ სადარდებელი. მაგრამ თუ ბავშვმა გადაიტანა ორზე მეტი პნევმონია, მენინგიტი, ორი ჰაიმორიტი და ოთხი ოტიტი, სხვა გამოსავალი არ გაქვთ, უნდა მიმართოთ იმუნოლოგს და იმუნოგრამა გადაუღოთ.
თუ გაციებები ხშირად გაწუხებთ, გართულებები იშვიათად ან საერთოდ არ გაქვთ, მშვიდად იყავით. სამაგიეროდ, ორგანიზმის გაკაჟებაზე ან დამცავი სისტემის გაძლიერებაზე ზრუნვა მაინც მოგიწევთ.
გაკაჟება, ჯანსაღი კვება, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, დადებითი ემოციები და დღის სწორი რეჟიმი - ამ ყველაფერს ნამდვილად შეუძლია გაციების
პრობლემები უკეთესობისკენ შემოაბრუნოს.
იხილეთ ასევე: რა ვირუსებია მოსალოდნელი შემოდგომით და როგორ უნდა დავიცვათ თავი მათგან?
როგორ მოვამზადოთ ბავშვები ზამთრისთვის - ცნობილი პედიატრის რჩევები
ბავშვის იმუნიტეტი ამ ფაქტორებზეა დამოკიდებული - სპეციალისტები გარდამტეხ ასაკს ასახელებენ
7228
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```