დისბაქტერიოზი დაავადება არ არის
დისბაქტერიოზი დაავადება არ არის
თუ ბავშვები ხშირად ავადმყოფებენ, ანტიბიოტიკების მიღებას ვერ ასცდებით. ამ მედიკამენტებით მკურნალობას ხშირად მოსდევს დისბაქტერიოზი. როგორ უნდა აღვადგინოთ ნაწლავის მიკროფლორა ანტიბაქტერიული მკურნალობის შემდეგ? საჭიროა თუ არა ნაწლავის ფლორის აღმდგენი, "საჭირო ბაქტერიებით" გამდიდრებული სპეციალური მედიკამენტების მიღება? ბევრი ექიმი ამ კითხვას დადებითად უპასუხებდა, თუმცა ყველა სპეციალისტი ამ აზრს არ დაეთანხმება. ბევრი ექიმისთვის კი დიაგნოზი "დისბაქტერიოზი" საერთოდ არ არსებობს.

ანტიბიოტიკები ნაწლავის მიკლოფლორის რღვევას იწყებენ, მაგრამ ჯანმრთელი ბავშვი უცებ აღიდგენს ამ ბალანსს. ამის მიუხედავად, დისბაქტერიოზი
მაინც გავრცელებული დიაგნოზია, განსაკუთრებით, საბჭოთა სკოლის ექიმებში და ისინიც ხშირად ნიშნავენ ბაქტერიოპრეპარატებს, რომელთა ეფექტურობა დადასტურებულიც არაა. საერთაშორისო კლასიფიკაციაში ასეთი დიაგნოზი არ არსებობს.

ეცადეთ, ბავშვი ყოველთვის სწორად იკვებებოდეს. რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს უჯრედისი (ხილი, ბოსტნეული, ფაფები), რძემჟავა პროდუქტები. უნდა სვას საკმარისი რაოდენობით სუფთა წყალი. უნდა გააჩნდეს კვების ჩამოყალიბებული რეჟიმი.

იმ შემთხვევაში, თუ ანტიბიოტიკების მიღებამ არასასურველი რექცია გამოიწვია (ღებინება, ტკივილი, დიარეა), დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ეს სიმპტომები შეიძლება ენტეროკოლიტის გამოვლინება იყოს. ეს დაავადება ექიმების აუცილებელ ჩარევას მოითხოვს.
7728
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```