ყველაფერი აღუწერეთ
ბავშვის გასაგონად სიტყვებით გადმოეცით ყველაფერი, რასაც ხედავთ და აკეთებთ. მუდმივად აღწერეთ გარემო. თქვენს მოქმედებებს მიაყოლეთდაუსვით კითხვები
კომუნიკაცია კარგია, მაგრამ ორმხრივი კომუნიკაცია - უკეთესი. ეცადეთ დიალოგში აიყოლიოთ თუნდაც რეაქციებით, ჟესტებით. შეკითხვები ინტონაციით გამოკვეთეთ. ბავშვმა უნდა იგრძნოს, როდის არის მისი მხრიდან პასუხი საჭირო.
მოუყევით ამბები
გარკვეული დროით მეზღაპრეობა მოგიწევთ. მოიგონეთ ამბავი ყველაფერზე, რასაც ხედავთ, თუნდაც ვაშლზე, მაგიდაზე რომ დევს, ან ხეზე, რომელიც ფანჯრიდან მოჩანს, ფისოზე, ხეზე რომ ახტა. ეცადეთ, ამბავი მისთვის გასაგები და საინტერესო იყოს.იყავით პოზიტიურები
კომუნიკაცია ბავშვს დადებით ემოციებს უნდა ჰგვრიდეს. მისთვის ეს სასიამოვნო პროცესი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრი არ აქვს - ბავშვი არ გამოიჩენს ლტოლვას იმის მიმართ, რაც არ მოსწონს და ვერაფერს აითვისებს. თქვენი საუბარი უნდა იყოს მხიარულიც, არამარტო საინტერესო.ენის მოჩლექვა დაივიწყეთ
ადრეული ასაკის ბავშვებს იმაზე უკეთ ესმით ყველაფერი, ვიდრე გვგონია. ამიტომ საუბრის ზედმეტად გამარტივება და ენის მოჩლექვა საჭირო არაა. გამოიყენეთ ჩვეულებრივი მარტივი სიტყვები, „ამუნია“ და „ფიები“ საჭირო არაა.გამოიყენეთ ჟესტები
არავერბალურ კონტაქტსაც მნიშვნელობა აქვს. ის უადვილებს ბავშვს ნატქვამის გაგებას. თან გაიღიმეთ, თან ჟესტები მოიშველიეთ.მეტყველების პრობლემები ბავშვებში: საჭიროა თუ არა ლოგოპედი?