რას გეუბნებათ ბავშვის ძილის პოზა
რას გეუბნებათ ბავშვის ძილის პოზა
სამი თვიდან ბავშვს დამოუკიდებლად შეუძლია გადაბრუნდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ძილის დროს უკვე სასურველი და მისთვის კომფორტული პოზის მიღება შეუძლია. დააკვირდით ძილის დროს მისი წოლის მანერას, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.

თუ ბავშვს ზურგზე წოლა უყვარს და ხელ-ფეხი აქეთ-იქით აქვს გადაყრილი, მშობლებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ: ბავშვს არაფერი აწუხებს, ლაღად არის და თავს უსაფრთხოდ გრძნობს.
გვერდულად წოლაც სიმშვიდისა და კომფორტულობის მანიშნებელია. ბავშვი მშვიდადაა და არაფერი სტკივა.
მუცელზე წოლა მიუთითებს, რომ პატარას ემოციები ეძალება ან რაღაც აშინებს. ბავშვები, რომლებსაც სისტემატურად ამ პოზაში ძინავთ,
ძალიან მგრძნობიარენი არიან, მათი წყენინება ძალიან ადვილია, სულ დაცვა და დახმარება სჭირდებათ. გარდა ამისა, შეიძლება ცხვირ-ხახის ან კუჭნაწლავის პრობლემები ჰქონდეს. ამიტომ ყურადღებით გააკონტროლეთ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
შემაშფოთებლად მიიიჩნევა ე.წ. "ოთხზე" ძილი - როცა ბავშვი მუხლებში იხრება, საჯდომი ზემოთ აქვს, თავი კი თანდათან შედარებით უფრო დაბალზე უდევს. ეს პოზა ბავშვის პროტესტზე მიანიშნებს, მას რაღაც აშფოთებს.

თუ წოლის დროს ძლიერ ახლოს მიაქვს მუხლები მკერდთან, მის სულიერ პრობლემაზე მიუთითებს, რომელსაც თავად ვერ უმკლავდება. მოკუნტული წოლა ნიშნავს, რომ ბავშვს რაღაცის ეშინია, რაღაცაზე ღელავს. თუ თავს საბნის ქვეშ მალავს, ესე იგი დამცველს ეძებს, თავის "ბუდეში" დამალვა უნდა, სადაც
უსაფრთხოდ იქნება. თქვენი ამოცანაა დაეხმაროთ, დაიცვათ და დაარწმუნოთ, რომ არაფერი ემუქრება.
სიცოცხლის პირველივე დღეებიდან დედ-მამა ბავშვს უნდა ესაუბრებოდეს, ეფერებოდეს და კოცნიდეს. ასე გაუჩნდება ბავშვს მშობლებისადმი ნდობა, რაც უფრო თავდაჯერებულს გახდის.

mshoblebi

მითხარი რა პოზაში გძინავს და გეტყვი, ვინ ხარ შენ - ხასიათის გამოცნობა ძილის პოზის მიხედვით
29607
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```